სივაში — პატარა ყურეების სისტემა აზოვის ზღვის დასავლეთ ნაპირთან. სიგრძე 112 კმ, ფართობი დაახლოებით 2560 კმ². აზოვის ზღვიდან გამოყოფილია არაბატის ისარას ვიწრო ქვიშიანი ცელათი. ზღვას უკავშირდება გენიჩესკის სრუტით. ნაპირები დაბალია, დამრეცი. ზაფხულობით იფარება მარილის ფენით. სივაში ეწოდება აგრეთვე ზოგიერთ სხვა პატარა ყურეს ყირიმში.

სივაში, უკრაინა

ლიტერატურა რედაქტირება