ცელაზღვის ან ტბის ნაპირებზე ქვიშის, კენჭნარის ან ნიჟარების ვიწრო და დაბალი მონალექი ზოლი, რომელიც ერთი ბოლოთი უკავშირდება ხმელეთს, ხოლო მეორეთი თავისუფლად ბოლოვდება აკვატორიის ფარგლებში.[1]

ბალტიის ცელა

აგებულია უმთავრესად რბილი მასალით — ქვიშებით, ღორღით, რიყნარით, კენჭითა და ხრეშით. წარმოიქმნება ნაპირის გამოყოლებით ნალექების გადაადგილებისა და დალექვის შედეგად; ზოგჯერ ნალექები ორი საწინააღმდეგო მიმართულების ნაპირისგასწვრივი დინების შეხვედრის ადგილას გროვდება. ასეთი ცელა სანაპირო ხაზის პერპენდიკულარულადაა შეჭრილი ზღვაში და ისარა ეწოდება. აღსანიშნავია კურშის ცელა, ბალტიის ცელა, არაბატის ცელა, ჩუშკა და სხვა.[1] ცელა, რომელიც გამოჰყოფს ყურეს ან უბეს, ეწოდება წანაყარი, ხოლო ისეთი ცელა, რომელიც აერთებს კუნძულსა და კონტინენტს, ეწოდება ტომბოლო.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 190.
  2. Александр Горкин // Энциклопедия «География». Часть 1. А – Л. С. 871.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცელა&oldid=3834495“-დან