სერგეი მერგელიანი

სერგეი მერგელიანი (სომხ. Սերգեյ Մերգելյան; დ. 19 მაისი, 1928 — გ. 20 აგვისტო, 2008) — საბჭოთა სომეხი მათემატიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დაახლოების თეორიაში. თანამედროვე კომპლექსური მიახლოების თეორია ემყარება მერგელიანის კლასიკურ ნაშრომს. 1953 წლიდან იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ხოლო 1956 წლიდან სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.

სერგეი მერგელიანი
სომხ. Սերգեյ Մերգելյան
დაბ. თარიღი 19 მაისი, 1928(1928-05-19)[1] [2]
დაბ. ადგილი სიმფეროპოლი[1]
გარდ. თარიღი 20 აგვისტო, 2008(2008-08-20)[3] (80 წლის)
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი, აშშ
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
ეროვნება სომხები[2]
საქმიანობა მათემატიკოსი[2] და სამეცნიერო მუშაკი
მუშაობის ადგილი სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი და სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2] და სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი[4]
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[2]
ჯილდოები სტალინური პრემია, წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

დაბადებისას მიცემული გვარი „მერგელოვი“ პატრიოტული მიზეზების გამო თავად მათემატიკოსმა, მოსკოვში მოგზაურობის წინ „მერგელიანად“ შეცვალა, რომელიც უფრო სომხურად ჟღერდა. [5]

იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის (1952) და წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენის (2008) ლაურეატი. მერგელიანი იყო ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორნატი სსრკ-ს ისტორიაში (20 წლის ასაკში) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი (ტიტული მიენიჭა 24 წლის ასაკში). [5] დიპლომის აღების შემდგომ, 20 წლის მერგელიანმა გადაჭრა ფუნქციების მათემატიკური თეორიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ იყო გადაწყვეტილი. მისი თეორემა რთული ცვლადის ფუნქციების ერთგვაროვანი პოლინომიური მიახლოების შესაძლებლობის შესახებ აღიარებულია კლასიკური მერგელიანის თეორემით, [6] და შედის ფუნქციების თეორიის კურსში.

მიუხედავად იმისა, რომ არ იყო კომპიუტერის დიზაინერი, მერგელიანი იყო პიონერი საბჭოთა გამოთვლით მათემატიკაში. [7]

მერგელიანისადმი მიძღვნილი დაფა, ერევანში

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

სერგეი მერგელიანი დაიბადა 1928 წლის 19 მაისს სიმფეროპოლში, სომხურ ოჯახში. მისი მამა ნიკიტა ივანოვიჩ მერგელოვი, ყოფილი კერძო მეწარმე იყო, მისი დედა ლუდმილა ივანოვნა ვიროდოვა, აზოვი-შავი ზღვის ბანკის მენეჯერის ქალიშვილი იყო, რომელიც 1918 წელს დახვრიტეს. 1936 წელს სერგეის მამა აშენებდა ქაღალდის ქარხანას იელეტში, მაგრამ მალე ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის დასახლება ნარიმში, ტომსკის ოლქში. ციმბირის ყინვის გამო სერგეის ჰქონდა მძიმე დაავადება და ძლივს გადარჩა. 1937 წელს დედა-შვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაამართლეს და დაბრუნდნენ ქერჩში. 1941 წელს, მერგელოვის ოჯახმა დატოვა ქერჩი და დასახლდა ერევანში. [8]

განათლება რედაქტირება

ომამდე მერგელიანი ცხოვრობდა რუსეთში და სწავლობდა ქერჩის საშუალო სკოლაში. როდესაც 1941 წლის ბოლოს მისი ოჯახი ქერჩიდან ერევანში გადავიდა, ის სრულიად უცნობ გარემოში მოხვდა, მან სომხური საერთოდ არ იცოდა. სწავლობდა ერევანის სკოლაში. მან მალევე გამოიჩინა თავი თავისი შესაძლებლობებით. 1943 წელს მერგელიანმა პირველი ადგილი მოიპოვა ფიზიკისა და მათემატიკის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. 1944 წელს, 16 წლის ასაკში, მან ჩააბარა 9-10 კლასის გამოცდები, დაამთავრა საშუალო სკოლა და მაშინვე ჩაირიცხა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტზე.

მან ყურადღება მიიქცია უნივერსიტეტში, სადაც ერთი წლის განმავლობაში გაიარა პირველი და მეორე კურსები და მალევე დაიწყო სომხური მათემატიკური სკოლის დამფუძნებლის აკადემიკოს არტაშეს შაჰინიანის ლექციებზე დასწრება. სემინარზე სწავლისა და მუშაობის გარდა, მერგელიანი ასწავლიდა მათემატიკურ წრეში ერევნის პიონერთა სასახლეში.

მან გაიარა ხუთწლიანი საუნივერსიტეტო კურსი სამი წლის განმავლობაში, პირველ წელს სწავლობდა მხოლოდ რამდენიმე დღეს, შემდეგ ექსტერნის გავლით ჩააბარა გამოცდები და მაშინვე გადავიდა მეორეზე და 1946 წელს მიიღო დიპლომი. დაიბრუნა ნამდვილი, მამის გვარი და მიიღო დიპლომი უკვე სერგეი ნიკიტოვიჩ მერგელიანის სახელით.

უნივერსიტეტის შემდეგ (1946), მერგელიანი ჩაირიცხა სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

თეზისი, რომელიც დაწერა ფიზიკურ და მათემატიკურ მეცნიერებათა ხარისხისთვის, მერგელიანმა დაწერა წელიწადნახევრის განმავლობაში. 1949 წელს, საათნახევრიანი სესიის შემდეგ აკადემიურმა საბჭომ მერგელიანს ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი მიანიჭა.

მერგელიანი 20 წლის ასაკში გახდა სსრკ-ს ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებათა ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Мергелян Сергей Никитович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  3. http://www.panorama.am/am/news/2008/08/22/mergelyan/1306310
  4. Mathematics Genealogy Project — 1997.
  5. 5.0 5.1 ЭССЕ О МАТЕМАТИКЕ И НЕ ТОЛЬКО О НЕМ ru-RU (2005-07-08). ციტირების თარიღი: 2019-07-20
  6. Мергеляна теорема. Математическая энциклопедия. В пяти томах. Издательство «Советская энциклопедия». –М.: 1977–1985
  7. Sergey Nikitovich Mergelyan. Russian Virtual Computer Museum.
  8. Сергей Никитович Мергелян: победы и поражения.. ციტირების თარიღი: 2019-07-20