სიმფეროპოლი (უკრ. Сімферополь) — ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. იგი ყირიმის ნახევარკუნძულის უმნიშვნელოვანესი ქალაქია ეკონომიკური, პოლიტიკური და სატრანსპორტო თვალსაზრისით. 2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 362 366 კაცს, მათ შორის 66.7%-ს შეადგენენ რუსები, 21.3% – უკრაინელები, 7% – ყირიმელი თათრები, 1.1% – ბელარუსები, 0.2% – პოლონელები და 0.1% – მოლდოველები.

ქალაქი
სიმფეროპოლი
Сімферополь
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ავტონომიური რესპუბლიკა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა
კოორდინატები 44°57′07″ ჩ. გ. 34°06′08″ ა. გ. / 44.95194° ჩ. გ. 34.10222° ა. გ. / 44.95194; 34.10222
ქალაქის მერი ვიქტორ აგეევი (რეგიონების პარტია)
დაარსდა 1784
პირველი ხსენება 2. century BCE
ფართობი 107 კმ²
ცენტრის სიმაღლე 350
ოფიციალური ენა ყირიმელი თათრების ენა, უკრაინული ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 362 366 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 3 183,1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3 და UTC+2
სატელეფონო კოდი +380 652
საფოსტო ინდექსი 95000—95490
ოფიციალური საიტი simferopol-rada.gov.ua
სიმფეროპოლი — უკრაინა
სიმფეროპოლი

არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება, რომ ქალაქი არსებობდა სკვითების პერიოდში და მას სკვითურ ნეაპოლს უწოდებდნენ. სიმფეროპოლი არის ყირიმელი თათრების მშობლიური ქალაქი. ისინი მას Aqmescit-ს წოდებენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის სახანო გააუქმა, სიმფეროპოლს დღევანდელი სახელი დაერქვა.

გეოგრაფია და კლიმატი რედაქტირება

სიმფეროპოლი მდებარეობს ყირიმის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში. ქალაქი გაშენებულია მდინარე სალჰირზე და მდებარეობს სიმფეროპოლის წყალსაცავთან, რომელიც ქალაქს სასმელ წყალს აწვდის.

ქალაქის კლიმატი მშრალი და თბილია, რბილი ზამთრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0.4 °C, ხოლო ივლისის – 23.2 °C. საშუალო ნალექი 509 მილიმეტრი ყოველწლიურად. ქალაქში ყოველწლიურად მზე ანათებს 2,469 საათის განმავლობაში.

წლიური ამინდი — სიმფეროპოლი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 4 (39) 4 (39) 8 (46) 16 (61) 21 (70) 25 (77) 28 (82) 27 (81) 22 (72) 17 (63) 10 (50) 6 (43) 17 (63)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) -3 (27) -3 (27) -1 (30) 5 (41) 10 (50) 14 (57) 16 (61) 15 (59) 11 (52) 7 (45) 6 (43) -1 (30) 6 (43)
ნალექი მმ (დუიმი) 42 (1.7) 33 (1.3) 37 (1.5) 33 (1.3) 44 (1.7) 53 (2.1) 55 (2.2) 42 (1.7) 37 (1.5) 32 (1.3) 44 (1.7) 54 (2.1) 506 (19,9)
წყარო: Pogoda.ru.net[1] 2008-05-13

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Climate of Simferopol Russian. pogoda.ru.net. ციტირების თარიღი: 2008-05-13.
  2. Twinning. City of Heidelberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-10. ციტირების თარიღი: 2009-11-12.