საჭადრაკო ოლიმპიადა 1954

4 - 25 სექტემბერი 1954 ამსტერდამი, ნიდერლანდები

ფიდეს 1952 წლის ჰელსინკიში გამართულმა კონგრესმა, დააკმაყოფილა რა არგენტინის საჭადრაკო ფედერაციის თხოვნა, გადაწყვიტა მომდევნო, XI ოლიმპიადა ბუენოს-აირესში ჩატარებულიყო. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ერთი თვით ადრე არგენტინიდან მოვიდა შეტყობინება რომ, უსახსრობის გამო არგენტინელები უარს ამბობდნენ ოლიმპიადის ჩატარებაზე. ამ სიტუაციაში ფიდე ჰოლანდიის საჭადრაკო ფედრაციამ იხსნა, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო მომზადება ოლიმპიადის მისაღებად. ამსტერდამში ყველა ფავორიტი ჩამოვიდა. არ იყვნენ მხოლოდ ამერიკელები, რომლებმაც თავისი არყოფნა უსახსრობით ახსნეს.

ტურნირი ისევ ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ყველაფერი ისე დამთვრდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ფავორიტები უპრობლემოდ გავიდნენ მთავარ ფინალში. საბჭოთა კავშირის გუნდი რაღა თქმა უნდა უპირველესი ფავორიტი იყო. მხოლოდ პირველი ოთხი ტური მიყვნენ იუგოსლავიელები საბჭოელებს, მერე და მერე კი სხვაობა ყოველ ტურში იზრდებოდა და პრაქტიკულად მეშვიდე ტურის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო. სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის. იუგოსლავიის და არგენტინის გუნდები მონაცველეობით იკავებდნენ ადგილს სატურნირო ცხრილში საბჭოთა გუნდის შემდეგ. საბოლოოდ მეორე ადგილი სამხრეთამერიკელებს დარჩათ, რომლებმაც მხოლოდ ბოლო ტურში აჯობეს მეტოქეს ნახევარი ქულით.

ტექნიკური შედეგები რედაქტირება

მონაწილეობდა 25 ქვეყნის 26 ნაკრები გუნდი (კვლავ ცალკე გუნდად თამაშობდა საარის ნაკრები). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B ფინალურ ტურნირში იბრძოდნენ XIII-XVI ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XIX-XXV ადგილები

13.  შვეიცარია - 37 14.  კანადა - 36 15.  ავსტრია - 36 16.  დანია - 34,5 17.  იტალია - 28,5 18.  კოლუმბია - 27,5 19.  ბელგია - 27 20.  ფინეთი - 26,5 21.  საფრანგეთი - 26 22.  გერმანია (საარი) - 24 23.  ნორვეგია - 22 24.  საბერძნეთი - 21 25.  ირლანდია - 11 26.  ლუქსემბურგი - 7

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები რედაქტირება

მიხეილ ბოტვინიკი 8,5 (+6=5-0), ვასილი სმისლოვი 9 (+8=6-0), დავიდ ბრონშტეინი 10,5 (+7=7-0), პაულ კერესი 13,5 (+13=1-0), ეფიმ გელერი 5 (+4=2-1), ალექსანდრე კოტოვი 4 (+4=0-2)

მიგელ ნაიდორფი 10,5 (+7=7-1), ხულიო ბოლბოჩანი 11,5 (+8=7-0), ოსკარ პანო 6,5 (+3=7-3), კარლოს ენრიკე გიმარი 4 (+3=2-1), ნესტორ დეკიუ როსეტო 4,5 (+3=3-2), ჰერმან პილნიკი 4 (+3=2-2)

ვასია პირცი 7,5 (+3=9-1), სვეტოზარ გლიგორიჩი 8 (+4=8-2), პეტარ ტრიფუნოვიჩი 7 (+3=8-1), ბრასლავ რაბარი 3 (+1=4-3), ანდრია ფუდერერი 8,5 (+6=5-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 6,5 (+5=3-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით რედაქტირება

პირველი დაფა ქვეყანა %
მიხეილ ბოტვინიკი   სსრკ 8,5 11 77,3
იოზეფ კუპერი   შვეიცარია 10 14 71,4
ბენტ ლარსენი   დანია 13,5 19 71,1
მეორე დაფა ქვეყანა %
ფრანკ ანდერსონი   კანადა 14 17 82,4
ხულიო ბოლბოჩანი   არგენტინა 11,5 15 76,7
ვასილი სმისლოვი   სსრკ 9 12 75,0
მესამე დაფა ქვეყანა %
გედეონ ბარცა   უნგრეთი 12,5 16 78,1
დავიდ ბრონშტეინი   სსრკ 10,5 14 75,0
პალ ნილსენი   დანია 11,5 16 71,9
მეოთხე დაფა ქვეყანა %
პაულ კერესი   სსრკ 13,5 14 96,4
ედვინ ბრედი   შვეიცარია 10 13 76,9
ფრანცისკო სკაფარელი   იტალია 12,5 17 73,5
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ეფიმ გელერი   სსრკ 5 7 71,4
ანდრია ფუდერერი   იუგოსლავია 8,5 12 70,8
ზოლტან კოვაჩი   ავსტრია 9 13 69,2
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
სილვიან ბურსტეინი   საფრანგეთი 8,5 11 77,3
ედგარ ვალტერი   შვეიცარია 9,5 13 73,1
ალექსანდრ მატანოვიჩი   იუგოსლავია 6,5 9 72,2

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება