საფრანგეთის მანდატი სირიასა და ლიბანში

საფრანგეთის მანდატი სირიასა და ლიბანში (ფრანგ. Mandat français en Syrie) — ფრანგულ-ბრიტანული სან-რემოს კონფერენციის (1920 წ.) გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ერთა ლიგამ დაამტკიცა 1923 წლის 29 სექტემბერს.

დროშა
სამანდატო ტერიტრიის დაყოფა

ფრანგული მანდატი გავრცელდა თანამედროვე ლიბანის, სირიისა და თანამედროვე თურქეთის პროვინცია ჰათაის ტერიტორიაზე.

მანდატი გამოსცეს პირველი მსოფლიო ომისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. საიქს-პიკოს შეთანხმების თანახმად, რომელიც დაიდო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთშ შორის, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო მესოპოტამიის სამანდატო ტერიტორია თანამედროვე ერაყის ფარგლებში და ბრიტანეთის მანდატი პალესტინაში, რომელიც მოიცავა ოსმალეთის პროვინცია სირიის სამხრეთ ნაწილს (სირია, პალესტინა და იორდანია). საფრანგეთმა კი მიიღო ოსმალეთის სირიის დარჩენილი ნაწილი (სირია, ლიბანი და ჰათაი).

სირია დაყვეს ექვს ნაწილად: დამასკის სახელმწიფო, ალეპოს სახელმწიფო, ალავიტების სახელმწიფო, დიდი ლიბანი, დრუზების სახელმწიფო და სანჯაყი ისქენდერუნი.

დიდი ლიბანი მოგვიანებით გახდა თანამედროვე ლიბანი. 1924 წლის 1 დეკემბერს ალავიტების სახელმწიფო გამოეყო ფედერაციას, ხოლო ალეპო და დამასკი აყალიბებენ სირიის რესპუბლიკას.

ფრანგული მანდატი მოქმედებდა 1943 წლამვე, მაგრამ ფრანგული ჯარები სირიასა და ლიბანში დარჩა 1946 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება