საფედქოჰი
საფედქოჰი, სეფიდ-ქოჰი (პუშტუ سپين غر, სპარს. سفید کوه) — ღერძული ქედი ფაროფამიზის სისტემაში, ავღანეთსა და პაკისტანში. გადაჭიმულია განედური მიმართულებით დაახლოებით 350 კმ-ზე, სიმაღლე 3642 მ-მდე. დიდ მანძილზე ჰყოფს მდინარეების მურღაბისა და ჰარირუდის ხეობებს. უმთავრესად აგებულია კირქვებით. დანაწევრებულია ხეობებით. კალთებზე ნახევარუდაბნოა. ხარობს მეჩხერი ღვიანები და ფსტა. ქედის აღმოსავლეთ ნაწილში არის სტრატეგიული და ისტორიული ხაიბერის გასასვლელი. საფედქოჰი პუშტუს ენაზე ნიშნავს „თეთრ მთებს“.
საფედქოჰი | |
---|---|
საფედქოჰი | |
კოორდინატები: 33°58′ ჩ. გ. 70°22′ ა. გ. / 33.967° ჩ. გ. 70.367° ა. გ. | |
ქვეყანა | ავღანეთი პაკისტანი |
სიმაღლე | 3642 მ |
სიგრძე | 350 კმ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- საფედქოჰი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)