მურღაბი
მურღაბი (თურქმ. Murgap) — მდინარე ავღანეთსა და თურქმენეთში. სიგრძე 879 კმ, აუზის ფართობი 46 900 კმ². სათავე აქვს ავღანეთში. მიედინება ბანდი-თურქესტანისა და საფედქოჰის ქედებს შორის. თურქმენეთში ხეობა ფართოა. შექმნილია საირიგაციო ქსელი. ყარაყუმის უდაბნოში აჩენს მშრალ დელტას. საზრდოობა შერეულია. ჭარბობს თოვლის წყალი. წყალდიდობა დამახასიათებელია მარტსა და აპრილში, წყალმოვარდნები — ზამთარში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 486 კმ-ზე დაახლოებით 52 მ³/წმ. მურღაბის ნაპირებზეა ქალაქები: მარი, ბაირამ-ალი და სხვ.
მურღაბი | |
---|---|
ქვეყანა |
ავღანეთი თურქმენეთი |
სიგრძე | 879 კმ |
აუზის ფართობი | 46 900 კმ² |
მურღაბი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.