საუდის არაბეთის სამზარეულო

საუდის არაბეთის სამზარეულო (არაბ. المطبخ السعودي) თავისთავადობით გამოირჩევა. წარმოადგენს  საკუთრივ ქვეყნის სამზარეულოს და პროდუქტებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საერთო აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნების სამზარეულოებთან, არსებობს კულტურული სხვაობა საუდის არაბეთის კერძებსა და რეგიონის სხვა ქვეყნების კერძებს შორის.

საუდის არაბეთის რუკა
საუდის არაბეთის რუკა

საკვები და კერძები რედაქტირება

 
პოპულარული კერძი კაბსა

კლეეჯა — კარდამონის ორცხობილა, რომელიც ასევე ცნობილია ერაყშიც. საუდის არაბეთის სამზარეულოს ზოგიერთი გავრცელებული პროდუქტია ხორბალი, ბრინჯი, ცხვრის ხორცი, ქათამი, იოგურტი, კარტოფილი, ზღვის პროდუქტები და ფინიკი.

გავრცელებული კერძებია:

  • ჯარიში/ჰარისი
  • ჰანეთი
  • ჰინინი
  • მადფონი
  • მანდი
  • ჯალამაჰი
  • კა'აქ
  • კაბსა
  • ხმერი
  • მარკუკი
  • ასედაჰი
  • მუტაბაკი
  • სამბუსაკი
  • სალეგი
  • მოჰალას ფინიკი
  • მაბშური
  • მანთუ
  • როზ ბუხარო
  • კანაფეჰი
  • მუჰალები
  • ბასბოუსა
  • უმ ალი

სასმელები რედაქტირება

 
დალლა -არაბული ყავადანი

ტრადიციული ყავახანები (მაკჰა) ყველგან გავრცელებული იყო, თუმცა ამჟამად ისინი წარმატებით ჩაანაცვლა „ფუდ ჰოლის“ სტილის კაფეებმა. საუდის არაბეთის კულტურული მისიის თანახმად, ”კაჰვას" (ყავის) მირთმევა საუდის არაბეთში სტუმართმოყვარეობისა და კეთილშობილების ნიშანია”. ტრადიციულად, ყავის მარცვლებს ხალავდნენ აცივებდნენ და სტუმრების წინაშე ფქვავდნენ სპეციალური ყავის საფქვავით. შემდეგ მასპინძელი დაფქვის პროცესში ყავის მარცვლებს უმატებდა კარდამონის ძირებს და ყავის მარცვლებს. როდესაც ყავა წამოდუღდებოდა, სტუმრებს უსხამდნენ. დღეს ყავას აღარ ხალავენ და ადუღებენ სტუმრების თანდასწრებით. ამის მაგივრად, სუფრაზე ელეგანტურად  მიაქვთ დალას საშუალებით (არაბული ყავადანი) და ასხამენ პატარა ჭიქებში. ყავის ჭიქას უწოდებენ ფინჯანს.[1]

ჩვეულებრივ იოგურტს (ადგ. რაფინირებული რძე) იყენებენ სასმელად, რომელსაც ლაბანს უწოდებენ. [2]

სობია არის ცივი სასმელი, რომელიც ჩვეულებრივ მზადდება ჰიჯაზში, მაგრამ ის ახლა მთელ საუდის არაბეთში, განსაკუთრებით რამადანის პერიოდში არის ხელმისაწვდომი. მზადდება მსუბუქი ფერმენტირებული ნაზავისაგან ქერის / შავი პურის, ფინიკის პალმის წვენით, მწვანილებით და სანელებლებით. ეს შეიძლება იყოს თეთრი ან ფერადი, გემოვნებიდან გამომდინარე.  ითვლება, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. [3]

ისლამური კვების კანონები რედაქტირება

 
კლეჯა- ორცხობილა კარდამონიანით

საუდის არაბეთი ისლამის ძველი კულტურის ქვეყანაა. აქ აღმოცენდა მაჰმადიანური რელიგია (ისლამი).

შარიათის კანონი კრძალავს ღორის ხორცისა და ალკოჰოლის მიღებას. ეს კანონი სრულდება საუდის არაბეთის მასშტაბით. ისლამური კანონის თანახმად, ცხოველები უნდა დაიკლას ჰალალის (ნიშნავს „კანონით ნებადართული“) წესით  და აკურთხონ, სანამ მოამზადებენ და მიირთმევენ.

საუდის არაბეთის კულტურული მისიის თანახმად, ”სტუმრებს მიართმევენ ცხელ ყავას და ფინიკს, როგორც გულუხვობისა და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს. იგივე პრაქტიკა ხორციელდება რამადანის თვეში. საუდის არაბეთში მუსლიმები წყვეტენ  მარხვას ფინიკის, წყლის და არაბული ყავის საშუალებით. ყავაში არსებული კოფეინი, ნახშირწყლები და რკინა მარხვის პერიოდში ადამიანს მეტ ენერგიას აძლევს, რაც ეხმარება ტარავიის (ლოცვის რიტუალი) შესრულებაში, რომელიც სრულდება საღამოობით რამადანის  თვის განმავლობაში .[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

Davies, Catriona. "Saudi foodies ditch fast food for fine dining." CNN. Wednesday March 28, 2012.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 History of Food in Saudi Arabia. (PDF). Sacm.org. Retrieved 20 November 2014.
  2. Smoked Laban. დაარქივებული 2020-09-16 საიტზე Wayback Machine. Ya salam cooking.7 October 2011. Retrieved 28 June 2016.
  3. Sobia: A thirst-quenching Ramadan drink - islam.ru". Retrieved 28 June 2016.