სატრანსფერო ფანჯარა

წლის დრო, როდესაც სპორტსმენებს შეუძლიათ კლუბის შეცვლა

სატრანსფერო ფანჯარა — პერიოდი, როდესაც საფეხბურთო კლუბებს შეუძლიათ განახორციელონ ტრანსფერები, ანუ გაიფორმონ სხვა კლუბების მოთამაშეები.

ფიფა-ს რეგლამენტის მიხევით, სატრანსფერო ფანჯრის ხანგრძლივობა ეროვნული ჩემპიონატის გუნდებისთვის ეროვნულ საფეხბურთო ფედერაციას შეუძლია განსაზღვროს, მაგრამ ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები: კალენდარული წლის განმავლობაში სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ ორჯერ შეიძლება გაიხსნას, აქედან პირველი უნდა დაიწყოს საფეხბურთო სეზონის დამთავრების შემდეგ და არ შეიძლება გრძელდებოდეს 12 კვირაზე მეტ ხანს, ხოლო მეორე სატრანსფერო ფანჯარა უნდა გაიხსნას საფეხბურთო სეზონის შუაში და არ შეიძლება ოთხ კვირაზე უფრო დიდ ხანს მიმდინარეობდეს.

სატრანსფერო ფანჯარა ზღუდავს კლუბების მიერ ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების პერიოდს, მოთამაშის გასხვისებისას კი არ არის აუცილებელი კლუბის ეროვნული ფედერაციის სატრანსფერო ფანჯარა ღია იყოს.

ისტორია რედაქტირება

პირველი სატრანსფერო სისტემა გაჩნდა ინგლისში. 1885 წლეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბები ვალდებულები გახდნენ დაერეგისტრირებინათ თავიანთი მოთამაშეები ტურნირებზე მონაწილეობისთვის.

1990-იან წლებამდე მოქმედებდა ძველი წესები, რომლის თანახმადაც ნებისმიერ კლუბს შეეძლო დაებლოკა საკუთარი ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელსაც უმთავრდებოდა კონტრაქტი,რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსი რეალურად არ არსებობდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა, ჟან–მარკ ბოსმანმა გააპროტესტა ეს ფაქტი, რადგან თვითონ შეეჯახა ამ დაბრკოლებას ბელგიური „ლიეჟიდან“ ფრანგულ „დიუნკერში“ გადასვლისას. ბოსმანმა ევროპის სასამართლოში უჩივლა ბელგიურ გუნდს და მოიგო დავა, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით ადამიანისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვა კონტრაქტის დასრულების შემდეგ ან სამაგიეროდ კომპენსციის მოთხოვნა არაკანონიერია.

ბოსმანის საქმე გახდა თანამედროვე სატრანსფერო ფანჯრის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 2002 წლის სექტემბერში უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება კონტინენტალური სატრანსფერო სისტემა შეექმნა. ფიფა-მ ასევე მიიღო დადაგენილებები, რომელბმაც განსაზღვრეს აკრძალვები.

სატრანსფერო ფანჯრის ხანგრძლივოდა ზოგიერთ ჩემპიონატში რედაქტირება

პირველი სატრანსფერო ფანჯარა მეორე სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთის ფედერაცია
7 იანვარი – 31 მარტი 10 ივლისი – 6 აგვისტო საქართველო
1 იანვარი – 31 მარტი 15 ივლისი – 15 აგვისტო ნორვეგია[1]
1 იანვარი – 31 მარტი 14 ივლისი – 13 აგვისტო ბრაზილია[2]
6 იანვარი – 31 მარტი 21 ივლისი – 18 აგვისტო იაპონია[3]
8 იანვარი – 31 მარტი 15 ივლისი – 11 აგვსიტო შვედეთი[4]
14 თებერვალი – 8 მაისი 10 ივლისი – 9 აგვისტო აშშ და კანადა[5]
1 მარტი – 30 აპრილი 1–31 აგვისტო ფინეთი[6]
1 ივნისი – 31 აგვისტო 1 იანვარი – 2 თებერვალი საფრანგეთი,[7] გერმანია, [8] იტალია და[9] ესპანეთი[10]
9 ივნისი – 31 აგვისტო 1–31 იანვარი ინგლისი[11][12]
9 ივნისი – 1 სექტემბერი 1 იანვარი – 1 თებერვალი შოტლანდია[13]
11 ივნისი – 1 სექტემბერი 5–31 იანვარი თურქეთი და [14] დანია[15]
11 ივნისი – 2 სექტემბერი 3–31 იანვარი ნიდერლანდები[16]
16 ივნისი – 8 სექტემბერი 25 იანვარი – 22 თებერვალი ბულგარეთი და რუმინეთი[17]
17 ივნისი – 6 სექტემბერი 28 იანვარი – 28 თებერვალი რუსეთი[18]
27 ივლისი – 18 ოქტომბერი 4 იანვარი – 2 თებერვალი ავსტრალია[19]

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები რედაქტირება

მოთამაშე ყოფილი კლუბი ახალი კლუბი ღირებულება
(მილიონი ევრო)
წელი
1   ნეიმარი   ბარსელონა   პარი სენ-ჟერმენი 222 2017
2   კილიან მბაპე   მონაკო   პარი სენ-ჟერმენი 135+45 2018
3   ჟუან ფელიში   ბენფიკა   ატლეტიკო მადრიდი 126 2019
4   ანტუან გრიზმანი   ატლეტიკო მადრიდი   ბარსელონა 120 2019
5   ფელიპე კოუტინიო   ლივერპული   ბარსელონა 120+40 2018
6   უსმან დემბელე   ბორუსია დორტმუნდი   ბარსელონა 105+45 2017
7   პოლ პოგბა   იუვენტუსი   მანჩესტერ იუნაიტედი 105 2016
8   რომელუ ლუკაკუ   ევერტონი   მანჩესტერ იუნაიტედი 88+18 2017
9   გარეთ ბეილი   ტოტენჰემ ჰოტსპური   რეალ მადრიდი 100,8 2013
10   კრიშტიანუ რონალდუ   რეალ მადრიდი   იუვენტუსი 100 2018
11   ედენ აზარი   ჩელსი   რეალ მადრიდი 100 2019
12   კრიშტიანუ რონალდუ   მანჩესტერ იუნაიტედი   რეალ მადრიდი 94,4 2009
13   გონსალო იგუაინი   ნაპოლი   იუვენტუსი 90 2016
14   ჰარი მაგუაირი   ლესტერ სიტი   მანჩესტერ იუნაიტედი 87 2019
15   ვირჯილ ვან დეიკი   საუთჰემპტონი   ლივერპული 85 2018
16   ლუის სუარესი   ლივერპული   ბარსელონა 82,3 2014
17   კეპა არისაბალაგა   ატლეტიკ ბილბაო   ჩელსი 80 2018
18   ნიკოლას პეპე   ლილი   არსენალი 80 2019
19   ლუკას ერნანდესი   ატლეტიკო მადრიდი   ბაიერნი 80 2019
20   ზინედინ ზიდანი   იუვენტუსი   რეალ მადრიდი 77,5 2001

სქოლიო რედაქტირება

  1. Nytt overgangsvindu i Norge Norwegian. Adresseavisen (3 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 January 2008. ციტირების თარიღი: 30 October 2008.
  2. Janela de transferências termina nesta quarta-feira Portuguese. Confederação Brasileira de Futebol (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 3 September 2014.
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Japanese. Japan Professional Football League (2017). ციტირების თარიღი: 24 March 2017.
  4. Transferfönstret Swedish. fotbolltransfers.com. fotbolltransfers.com. ციტირების თარიღი: 23 July 2013.
  5. MLS Roster Rules and Regulations (2017).
  6. Säännöt ja määräykset Finnish. Suomen Palloliitto (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2008. ციტირების თარიღი: 29 October 2008.
  7. Titre II – Les joueurs French (PDF). UNFP (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2008. ციტირების თარიღი: 30 October 2008.
  8. Spielordnung German (PDF). Deutscher Fußball-Bund. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2011. ციტირების თარიღი: 29 October 2008.
  9. 2015 Winter Transfer Window Countdown. European Professional Football Leagues. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 24 May 2015.
  10. Liga de Fútbol Profesional,. Liga de Fútbol Profesional. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 June 2011. ციტირების თარიღი: 5 January 2010.
  11. Worldwide transfer window calendar. FIFA (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 August 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  12. The FA Rules & Regs FAQs Transfer Windows. The Football Association (29 January 2004). ციტირების თარიღი: 23 May 2009.
  13. Here Comes The 2013 Football Summer Transfer Window - Fieldoo Blog. fieldoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  14. Europe's mid-season winter transfer window times in full. English Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2013. ციტირების თარიღი: 6 January 2013.
  15. Danske regler om overgangsperioder, betaling af træningskompensation og fordeling af solidaritetsbetaling. Danish Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2010.
  16. Transfertermijn betaald voetbal en FIFA TMS Dutch (20 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 June 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2012.
  17. LPF a stabilit data începerii viitorului sezon de Liga 1. 112 zile de transferuri în stagiunea 2014-2015. DigiSport (2014). ციტირების თარიღი: 11 April 2014.
  18. Transfer window. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-18. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  19. GmbH, , TaskFleet. Worldwide transfer windows calendar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 15 February 2017.