რუვენზორი (ინგლ. Ruwenzori) — მთის მასივი აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, უგანდისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. სიმაღლე — 5109 მ (მთა სტენლი). სიგრძე 120 კმ. აგებულია კამბრიულისწინა კრისტალური ქანებით. თხემურ ნაწილში არის დაახლოებით 35 მცირე მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 5 კმ². 1906 წელს მყინვარების რაოდენობა 43-ს აღწევდა, ხოლო ფართობი 7,5 კმ²-ს. 2005 წელს მუდმივი გამყინვარების ფართობი დაახლოებით 1,5 კმ² იყო და შეინიშნებოდა მხოლოდ 3 მთაზე. მყინვარები დაახლოებით 4200 მ სიმაღლემდე ეშვება. მეცნიერების ვარაუდით, 2020 წლისთვის მყინვარები სავსებით გაქრება. ფერდობებზე ნოტიო ტროპიკული ტყეებია. კალთები 2600 მ სიმაღლემდე შემოსილია მთის ნოტიო მარადმწვანე ტყით, რომელიც ნაწილობრივ შეცვლილია მეორეული სავანით. ტყის ზედა საზღვრის გასწვრივ არის ბამბუკის რაყები, 2600-იდან 3800 მ სიმაღლემდე — სუბალპური მცენარეულობა, 3800 მ-ის ზევით — ალპური სარტყელი, 4600-4800 მ-ის ზევით — მუდმივი თოვლი და მყინვარები. მასივის გარკვეული ნაწილი უკავია რუვენზორის ეროვნულ პარკსა და ვირუნგის ეროვნულ პარკს.

რუვენზორი
რუვენზორი
რუვენზორი
კოორდინატები: 00°23′09″ ჩ. გ. 29°52′18″ ა. გ. / 0.38583° ჩ. გ. 29.87167° ა. გ. / 0.38583; 29.87167
ქვეყანა უგანდის დროშა უგანდა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
უმაღლესი წერტილი სტენლი
სიმაღლე 5109 
სიგრძე 120 კმ
რუვენზორი — უგანდა
რუვენზორი

რუვენზორი აღმოაჩინა ჰენრი სტენლიმ 1876 წელს, რომელმაც ჩაიწერა ქედის რიგი სახელწოდება, რომელიც ცნობილი იყო ადგილობრივ მოსახლეობაში: ავირიკა, ავრუკა, ბუგომბოვა, უფრო ხშირად რუვენზურურუ, რუვანჯურა, რუნსორო, რომელთაგან თანამედროვე რუვენზორი ნიშნავს „წვიმის შემოქმედს“, „ღრუბლების მბრძანებელს“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება