როინ დობორჯგინიძე

როინ დობორჯგინიძე (დ. 27 მაისი, 1948, ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). მსოფლიოს თასის მფლობელი (1973). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1973) ლოზანა, შვეიცარია). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967), საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1973), ღირსების ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1976–1982 წლებში საქართველოს ოლიმპიური რეზერვების სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელი.

1982–1987 წელბში სპორტ-საზოგადოება „ზენიტის“ ჭიდაობის სკოლის დირექტორი და უფროსი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში.

1987–2003 წლებში საქართველოს პროფკავშირების ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის ოლიმპიური რეზერვების სკოლის დირექტორი. ასევე საქართველოს პროფკავშირსების თავისუფალი ჭიდაობის უფროსი მწვრთნელი.

პერიოდულად კონსულტაციას უწევდა, საქართველოს ნაკრების გუნდს მწვრთნელის სტატუსით, თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და დიდებში.

2008–2016 წლებში ინდოეთის ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში.

ძირითადი შედეგები რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა   შვეიცარია ლოზანა ევროპის ჩემპიონატი 1973 -57 კგ  

მიღწევები რედაქტირება

  • 1967: საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი
  • 1970: საკავშირო შეიარაღებული ძალების პირველობა. II ადგილი
  • 1970: საქართველოს ჩემპიონატი. 62 კგ. წონითი კატეგორია I ადგილი
  • 1971: საკავშირო პროფკავშირების პირველობა. 57 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი
  • 1972: საკავშირო სოფლის სპორტსმენთა პირველობა. I ადგილი
  • 1971: საბჭოთა კავშირის პირველობა. 57 კგ. წონით კატეგორიაში II ადგილი
  • 1972: საბჭოთა კავშირის პირველობა. 57 კგ. წონით კატეგორიაში II ადგილი
  • 1972: საქართველოს ჩემპიონატი. 62 კგ. წონითი კატეგორიაში I ადგილი
  • 1972: ვ.ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. II ადგილი
  • 1973: ვ.ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. III ადგილი
  • 1974: ვ.ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. I ადგილი
  • 1973: მსოფლიო თასის მფლობელი. 57 კგ. წონით კატეგორიაში. ამერიკა, ტოლიდო
  • 1973: ევროპის პირველობა. 57 კგ. წონით კატეგორიაში III ადგილი. შვეიცარია, ქ. ლოზანა
  • 1973: საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება
  • 1974: საკავშირო „ლოკომოტივის“ პირველობა. 62 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება