თავისუფალი ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა — ორთაბრძოლის სახეობა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და სხვა.) და რომელშიც ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს. თავისუფალი ჭიდაობის თანამედროვე ფორმა ინგლისსა და აშშ-ში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

თავისუფალი ჭიდაობა

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თავისუფალი ჭიდაობა 1904 წელს ჩართეს, ქალებისთვის კი მხოლოდ 2004 წელს. მსოფლიო ჩემპიონატები ამ სახის სპორტში 1951 წლიდან ტარდება, ევროპის ჩემპიონატები – 1928 წლიდან. შესულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში (120 ქვეყანა).

ცნობილი ქართველი სპორტსმენები რედაქტირება

თავისუფალ ჭიდაობაში ცნობილი ქართველი სპორტსმენები არიან ლევან თედიაშვილი, არსენ მეკოკიშვილი, დავით ციმაკურიძე, ვახტანგ ბალავაძე, მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, შოთა ლომიძე, გურამ საღარაძე, ვლადიმერ რუბაშვილი, ზარბეგ ბერიაშვილი, ელდარ კურტანიძე, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი გოგშელიძე, ოთარ თუშიშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დათო მარსაგიშვილი, გენო პეტრიაშვილი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ალიხანოვი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 568.
  • თავისუფალი ჭიდაობა, თბილისი, 1970