რაულ თურმანიძე (დ. 27 ოქტომბერი, 1950, ზესტაფონი) — ქართველი გამომგონებელი, ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე. 1996 წლიდან — იყო ამავე კათედრის გამგე. 1996-2004 წლებში პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 2011 წლიდან ხელმძღვანელობს მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიურ მიმართულებას. მისი სამეცნიერული კვლევის მიმართულებაა მიკროიარაღების ახალი კონსტრუქციების შექმნა, სალი შენადნობებისაგან პრეციზიული ბურღების, ფრეზებისა და სპეც დანიშნულების მიკროიარაღების დამზადების ტექნოლოგიის პროცესები. დაამუშავა საჰაერო ხრახნების ახალი კონსტრუქციები, რომლებიც საშუალებას იძლევა ექსპლუატაციის პროცესში შეიცვალოს ხრახნის გეომეტრია. ხელმძღვანელობდა ადამიანის მენჯ-ბარძაყის სახსრისათვის საჭირო იმპლანტანტების სფერული ზედაპირის მიღების პროექტს და ოპტიმალური წყვილების შერჩევის ახალი ტექნოლოგიური პროცესის დანერგვას. მიღებული აქვს 32 პატენტი და საავტორო მოწმობა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი: სამი მონოგრაფია, შვიდი სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ინჟინერმექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1993).

ჯილდოები რედაქტირება

  • 2003 — ღირსების ორდენი
  • 1998 — ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ღერძული იარაღის გაანგარიშება და კონსტრუირება: მითითებანი პრაქტ. და საკურსო სამუშაოებისათვის, თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტი, 2012, გვ. 24 ISBN 9789941201431
  • სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული მასალების ჭრით დამუშავებაში: დამხმ. სახელმძღვ. სტუდ. // ნაწ.1 : სახარატო და ღერძული დამუშავება, თბილისი, ტექნ.უნ-ტი, 2006, გვ. 79 ISBN 999405662-X
  • Воздушные винты изменяемой геометрии, Тбилиси, ТГУ, 2003, с. 164
  • მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია: ზოგიერთი თეორიული საკითხი, თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2002, გვ. 93

ლიტერატურა რედაქტირება

  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. თბ., 2012, გვ. 63-64

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება