ჟუჟუნა შაინიძე

ქართველი პოეტი, ჟურნალისტი და ფილოლოგი.

ჟუჟუნა შაინიძე (დ.3 ოქტომბერი, 1959, რაქვთა) — ქართველი პოეტი, ჟურნალისტი და ფილოლოგი.

1984 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

1979 წლიდან პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში: „ლიტერატურული საქართველო“, „ცისკარი“, „განთიადი“, „ჩვენი მწერლობა“, „ენიგმა“, „ენა და კულტურა“ და სხვა. გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის 4 პოეტური კრებულის ავტორი და ათზე მეტი გამოცემის თანაავტორი. მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. რამდენიმე მათგანზე შექმნილია სიმღერები. 1992-1993 წლებში მისივე რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული გაზეთი „ანაშხალი“. 1995-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად, ახალგაზრდა მწერალთა სექციის ხელმძღვანლად. 2012 წელს მიენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება