პია კრამლინგი(ინგლ. Pia Ann Rosa-Della Cramling (შვედ. Pia Cramling)) დ. 22 აპრილი, 1963, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი, მოჭადრაკე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ქალთა შორის (2003),(2010)[2]. საჭადრაკო ოსკარის მფლობელი (1983). 1992 წელს დიდოსტატის წოდება მიიღო და იმ დროსითვის გახდა მეხუთე ქალი ვისაც ეს პატივი ერგო. 1980-იანი წლებიდან იყო ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მოჭადრაკე და ფიდეს ქალთა რეიტინგში სამჯერ იყო პირველ ადგილზე. 1984 წლის იანვარში[3], ივლისში[4] და 1986 წლის იანვარში[5]. 1992 წელს საერთო რეიტინგში 178-ე ადგილს იკავებდა.

პია კრამლინგი

2008 წელი, კალითეა. ევროპის ქალთა საკლუბო თასი
ქვეყანა (სპორტი) შვედეთის დროშა შვედეთი
ეროვნება შვედი
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1963 (1963-23-04) (60 წლის)
დაბადების ადგილი სტოკჰოლმი, შვედეთი
წოდება დიდოსტატი 1992
ფიდე რეიტინგი 2459 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2550 (ოქტომბერი 2008)

ბიოგრაფია რედაქტირება

შვედეთის ჩემპიონი გოგონებში 1976 წელს გახდა. ევროპის ახალგაზრდულში (1982/1983) მე-6-11-ე ადგილები აიღო.1980-იან წლებში იყო შვედეთის უძლიერესი მოჭადრაკე და 1987 წელს მამაკაცების ჩემპიონატში მეორე-მესამე ადგილები გაიყო. ვაჟთა ტურნირებზე საერთაშორისო შეჯიბრებებშიც გამოდიოდა, 1983 წელს კოპენჰაგენში მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდა, გაუსდალში მეოთხე-მერვე, სტოკჰოლმში (1983/1984) მესამე-მეექვსე, რეიკიავიკში (1984) - მეხუთე-მეექვსე, იმავე წელს ბილში მეექვსე-მერვე. ქალებში უფრო უკეთესი შედეგები ჰქონდა. 1984 წელს თბილისში მე-6 იყო, ხოლო იმავე წელს ბარსელონაში იპირველა. იმარჯვა მომდევნო წელსაც სმედერევსკა-პალანკაში, სადაც ყველას აჯობა. კრამლინგი ჟუჟა პოლგარის მსგავსად (რომელიც მამაკაცთა ტურნირებზე გამოსვლას ამჯობინებდა)2000 წლამდე იყო ერთადერთი მანდილოსანი რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მოუგებლად გახდა დიდოსტატი. კრამლინგის აზრით ჩემპიონი მარტო ვერ გახდები და ამისთვის გუნდი და ხელშეწყობაა საჭირო, ამიტომაც ეს ჭადრაკში უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებს გამოსდით. ისინი თავიათ მოჭადრაკეებს უფრო უკეთ ამზადებენ და წარმოაჩენენ გათამაშებაზე. მიუხედავად ამისა, კრამლინგი ოთხჯერ იყო ახლოს სანუკვარ ჯილოდოსთან. 1986 და 1996 წელს როგორც კანდიდატი, ხოლო 2008 და 2015-ში ნახევარფინალში იასპარეზა. ასეთმა კარგმა თამაშმა და ქულებმა საშუალება მისცა ფიდეს ქალთა გრან-პრიზე ეასპარეზა 2009-2011 და 2015-2016 წლებში. 2006 წელს ბილში Accentus Ladies Tournament მოიგო[6], ხოლო 2003 და 2010 წლებში ევროპის ჩემპიონატზე იპირველა.

შვედეთის ნაკრები რედაქტირება

ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე პირველ დაფაზე თამაშობდა, თუმც საუკეთესო შედეგი ლუცერნში 1982 წელს, ქალთა შორის გუნდური მე-7 ადგილია. სამაგიეროდ იყოჩაღა ინდივიდუალურად. 1984 წელს თესალონიკში 13 შესაძლებლობიდან 10,5 ქულა დააგროვა და პირველ დაფაზე მცირე ოქროც მოიგო. ოთხი წლის შემდეგ ოლიმპიადას კვლავ თესალონიკმა უმასპინძლა და კრამლინგმა პირველ დაფაზე ისევ ოქრო მოიგო. 14 შესაძლებლობიდან 12,5 ქულა დააგროვა. კრამლინგი შვედეთის ვაჟთა ნაკრების შემადგენლობაშიც ასპარეზობდა ოლიმპიადებზე და ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე.

კლუბი რედაქტირება

ევროპის საკლუბო ჩემპიონატში Cercle d'Echecs Monte Carlo-ში გამოდიოდა და ოქროს მედალი 7-ჯერ მოიპოვა. (2007, 2008, 2010, 2012, 2013, 2016, 2018 წლებში)

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი რედაქტირება

1986 რედაქტირება

მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლში მონაწილეობა 1985 წელს დაიწყო. ჰავანაში საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე, შვეიცარიული სისტემით, 14 მონაწილეს შორის 8,5 ქულით მესამეზე გავიდა და მომდევნო წელს 8 ქალიან კანდიდატთა ტურნირის საგზურიც მიიღო, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირისპირდებოდა. შეჯიბრი მომდევნო წელს მალმეში წრიული სისტემით გაიმართა და შვედმა 7 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

1996 რედაქტირება

საერთაშორისო ზონალური ტურნირზე 1993 წელს ჯაკარტაში, 39 მოჭადრაკეს შორის პიამ მე-6 ადგილი დაიკავა და კანდიდატთა ტურნირის საგზურიც მიიღო. 9 კანდიდატი 1994 წელს ტილბურგში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კრამლინგმა 8,5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ცოტა დააკლდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. პირველ მეორეზე გასულმა მოჭადრაკეებმა და ფინალური მატჩი ითამაშეს და გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს დაუპირისპირდა.

1999 რედაქტირება

წინა კანდიდატთა ტურნირზე მესამე ადგილის დაკავებისთვის, მომდევნო საჩემპიონი ციკლში, ზონალური გამოატოვებინეს და პირდაპირ კანდიდატებზე დაუშვეს, სადაც 10 მონაწილეს შორის 8,5 ქულით მე-8 ადგილს დასჯერდა.

2000 რედაქტირება

2000 წელს ფიდემ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის წესები შეცვალა და ჩემპიონის გამოსავლენად 64 ქალიანი ტურნირი დაგეგმა, სადაც შეჯიბრი ნოკაუტ-სისტემით მიმდინარეობდა. კრამლინგი ნიუ-დელიში მეექვსე ნომერი იყო და მეორე წრემდე მივიდა. უნგრელი ნიკოლეტა ლაკოსის (4:3) ძლევის შემდეგ ელენა ზაიაცთან 0,5:1,5 დამარცხდა.

2004 რედაქტირება

რეიტინგით ისევ მეექვსე იყო ელისტაში, და სამი ეტაპის გადალახვა შეძლო. ჯერ ანა ჰაჰნის სძლია 1,5:0,5, შემდეგ სომეხი ლილიტ მკრტჩიანი 1,5:0,5 დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ლიტველს ვიკტორია ჩმილიტთან დამარცხდა 2:4.

2006 რედაქტირება

ისევ მეორე ეტაპზე გააჩერეს ეკატერინბურგში, სადაც მე-3 ნომრად იყო განთესილი. პირველ ეტაპზე ეგვიპტელ ფაბინა ბასტა სოჰაირს მოუგო 2:0, თუმც პენ ჩაოცინთან დამარცხდა 0,5:1,5

2008 რედაქტირება

ნახევარფინალამდე მივიდა ნალჩიკში, სადაც მე-5 ნომრად იყო განთესილი. ერთნაირი ანგარიშებით 1,5:0,5 ჩამოიცილა ვენესუელელი სარაი სანჩეს კასტილიო, ჩინელები ტან ჟონგი და რუან ლუფეი, ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა და ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ რუს ალეკსანდრე კოსტენიუკთან გამოვარდა 0,5:1,5.

2010 რედაქტირება

მეცხრე ნომერი იყო ანთაქიაში და პირველივე მატჩში თურქ ბეთულ გემრე ილდიზისგან ძლეულ იქნა 0,5:1,5

2012 რედაქტირება

მეორე ეტაპიდან გამოვარდა ხანტი-მანსიისკში, სადაც მე-10 ნომერი იყო. პირველ წრეში ირანელი შაიესტეჰ გადერ პოური დაამარცხა 2:0, თუმც შემდეგ აშშ-ელ ირინა კრუშთან 1:3 წააგო.

2015 რედაქტირება

ნახევარფინალს უწია სოჭში, სადაც მე-11 იყო. ჯერ ირანელ მიტრა ჰეჟაზიპოურს მოუგო 2:0, შემდეგ შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტს 1,5:0,5. მესამე ეტაპზე რუსი ვალენტინა გუნინა გამოაგდო 1,5:0,5 და მეოთხედან უკრაინელი ანა მუზიჩუკიც მიაყოლა 3,5:2,5, თუმც ნახევარფინალში რუსმა ნატალია პოგონინამ გამოაგდო 1,5:2,5.

2017 რედაქტირება

მე-19 ნომერი იყო თეირანში და ორი ეტაპი გაიარა. ჯერ აშშ-ელ კატერინა ნემცოვას სძლია 1,5:0,5, შემდეგ გერმანელ ელიზაბეტ პეტცს 3:1, ხოლო მესამეში კოსტენიუკთან გამოვარდა 2:4.

ფიდეს ქალთა გრან-პრი რედაქტირება

კარგი თამაშის წყალობით ორჯერ გრან-პრის საგზური მოიპოვა, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირისპირდებოდა. 2009-2011 წლის გათამაშებაში ოთხ ტურნირზე იასპარეზა, თუმც 20 ქალში მე-10 ადგილს დასჯერდა. 20015-2016 წლებში სამ ტურნირზე გამოვიდა, თუმც უშედეგოდ. 21 გოგოში მე-17 ადგილზე გავიდა.

ოჯახი რედაქტირება

კრამლინგი ცოლად გაყვა ესპანელ დიდოსტატ ხუან მანუელ ბელონ ლოპესს და რამდენიმე წელი ესპანეთშიც გადაცხოვრდა, მაგრამ შემდეგ კვლავ შვედეთს დაუბრუნდა. 2002 წელს მათ შეეძინათ გოგონა, ანა კრამლინგ-ბელონი[7], რომელიც ფიდეს ოსტატია ქალთა შორის. იგი 2006 წელს ბაქოში საჭადრაკო ოლიმპიადაზე შვედეთის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში სათადარიგო დაფაზე თამაშობდა.[8]. მისი თამაშის რეპორტაჟი ანას ტვიტერზე მიმდინარეობდა. [9]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Шахматы: энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 180—181. — 621 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3.

სქოლიო რედაქტირება

  1. [1].PROFILE INFO Cramling, Pia.
  2. [2].Rijeka: Nepomniachtchi, Cramling European champions.
  3. [3].FIDE Rating List :: January 1984.
  4. [4].FIDE Rating List :: July 1984.
  5. [5].FIDE Rating List :: January 1986.
  6. [6].The remarkable Alexander Morozevich wins Biel.
  7. [7].Cramling Bellon, Anna.
  8. [8].The Family Team of Sweden.
  9. [9].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება