ელისტა ( რუს. Элиста́,[1] ყალმ. Элст, ელსტ) — რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი.[2] ქალაქის მოსახლეობა 2010 წლის აღწერის მიხედვით 103 749 ადამიანს შეადგენს;[3] 1989 წელს კი ქალაქში 89 695 ადამიანი ცხოვრობდა.[4] 1944 - 1957 წლებში ცნობილი იყო როგორც სტეპნოი.

ქალაქი
ელისტა
ყალმ. Элст
რუს. Элиста

ელისტას ფოტოკოლაჟი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაცია
კოორდინატები 46°19′00″ ჩ. გ. 44°16′00″ ა. გ. / 46.31667° ჩ. გ. 44.26667° ა. გ. / 46.31667; 44.26667
გუბერნატორი ვიაჩესლავ ნამრუევი
დაარსდა 1865
ფართობი 208 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120 მეტრი
მოსახლეობა 102 428 (1 იანვარი, 2023)
სატელეფონო კოდი 84722
საფოსტო ინდექსი 358000–358014
ოფიციალური საიტი http://www.gorod-elista.ru/
ელისტა — რუსეთი
ელისტა

ისტორია რედაქტირება

ელისტა დაარსდა 1865 წელს, როგორც პატარა დასახლება. მისი სახელწოდება ყალმუხურად ,,ქვიშიანს“ ნიშნავს.[5] 1920 წლის ნოემბერში ელისტა გახდა ყალმუხეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 1930-იანი წლების დასაწყისისთვის ელისტა პატარა ქალაქად გადაკეთდა, რადგან იოსებ სტალინის კოლექტივიზაციის პოლიტიკამ აიძულა მრავალი ყალმუხი მიეტოვებინათ თავიანთი ტრადიციული მომთაბარე ცხოვრების წესი და თანამედროვე, მჯდომარე და ურბანული ცხოვრების წესი მიეღოთ. 1935 წლის ოქტომბერში ელისტა აღიარეს ყალმუხეთის ასსრ-ის დედაქალაქად. 1942 წლის ბოლოს ქალაქი მცირე ხნით დაიპყრო გერმანიის არმიამ. ეთნიკურ ყალმუხებსა და გერმანელებს შორის სავარაუდო თანამშრომლობის გამო, 1943 წლის 27 დეკემბერს ყალმუხეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლია დაიშალა და მისი ეთნიკური ყალმუხი მოსახლეობა იძულებით გადაასახლეს ციმბირში. მათ სანაცვლოდ ქალაქში რუსი მოსახლება ჩამოიყვანეს. შეიცვალა ელისტას სახელიც და მას სტეპნოი (Степно́й) დაერქვა. ქალაქს სახელწოდება 1957 წლამდე შეუნარჩუნდა, მანამ სანამ გადასახლებულ ყალმუხებს, რომლებიც ცოცხალი გადარჩნენ, უკან დაბრუნების ნება არ მისცეს.

დასავლეთელმა ტურისტებმა ელისტას მონახულება 1990–იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო და ისინი მას შემდეგ მეტად გააქტიურდნენ, რაც ქალაქმა 1998 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა.

მახასიათებლები რედაქტირება

 
ოქროს ტაძარი

1991 წლიდან მოყოლებული, ქალაქში დაიწყო საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული ნაგებობების დაშლადა რესპუბლიკის მილიონერი პრეზიდენტმა, კირსან ილუმჟინოვმა საკუთარი სამშენებლო პროექტების განხორციელება.

ქალაქის ცენტრში არაერთი კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი პარკია განთავსებული, სადაც გვერდიგვერდ ლენინისა და ბუდას ქანდაკებები დგას. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს 1998 წლის XXIII საჭადრაკო ოლიმპიადის ოლიმპიური სოფელი, რომელიც ადგილობრივად ცნობილია როგორც „ქალაქი-ჭადრაკი“. ქალაქში მდებარეობს საზოგადოებრივი საცურაო აუზი და ყალმუხური ბუდისტური ხელოვნების შესანიშნავი მუზეუმი.

1998 წელს, დალაი-ლამას ქალაქში მე-14 ვიზიტის შემდეგ მან ქალაქის ცენტრში აირჩია ტერიტორია ბუდისტური ტაძრის ასაშენებლად. ეს ტაძარი 2005 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ტრანსპორტი რედაქტირება

 
ჭადრაკის ქალაქი

ელისტას აქვს მცირე რეგიონალური აეროპორტი, რომელიც კვირის განმავლობაში ყოველდღე მუშაობს და ფრენებს ახორციელებს მოსკოვსა და რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ნაწილებს შორის. აეროპორტი ფედერალური საავიაციო ხელისუფლების მიერ დაიხურა 2006 წლის შემოდგომაზე, მაგრამ იგი ხელახლა გაიხსნა 2007 წელს. სტავროპოლის მიმართულებით მოძრაობს რკინიგზაც.

საჰაერო მიმოსვლის მაღალი ფასის გამო, ხალხს ჩვეულებრივ ურჩევნია ავტობუსით ისარგებლოს ელისტას და მოსკოვს შორის. მგზავრობა დაახლოებით 18 საათს შეადგენს და მარშრუტის გასწვრივ რამდენიმე გაჩერებას მოიცავს. დღესდღეობით არსებობს ავიაკომპანია Azimuth, რომელიც უზრუნველყოფს ავიაბილეთებს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, სოჭის, ყირიმისა და დონის როსტოვის მიმართულებით ხელმისაწვდომი ღირებულებით, პირდაპირი ფრენებით ელისტას აეროპორტიდან. ფასი იწყება 2500 რუბლიდან ერთი მიმართულებით და ბევრად უფრო მცირე დრო იხარჯება მოგზაურობისას. თავად ელისტაში, კერძო კომპანიები მართავენ ათამდე სამარშუტო ქსელს. მიკროავტობუსები ხელმისაწვდომია ყოველ ხუთ წუთში, რომელთა ღირებულებაც 10 რუბლს შეადგენს.

სქოლიო რედაქტირება

  1. "Большой энциклопедический словарь", под ред. А. М. Прохорова. Москва и Санкт-Петербург, 1997, стр. 1402
  2. Appendix to Decree #137
  3. Russian Federal State Statistics Service (2011). "Всероссийская перепись населения 2010 года. Том 1" [2010 All-Russian Population Census, vol. 1]. Всероссийская перепись населения 2010 года [2010 All-Russia Population Census] (in Russian). Federal State Statistics Service.
  4. "Всесоюзная перепись населения 1989 г. Численность наличного населения союзных и автономных республик, автономных областей и округов, краёв, областей, районов, городских поселений и сёл-райцентров" [All Union Population Census of 1989: Present Population of Union and Autonomous Republics, Autonomous Oblasts and Okrugs, Krais, Oblasts, Districts, Urban Settlements, and Villages Serving as District Administrative Centers]. Всесоюзная перепись населения 1989 года [All-Union Population Census of 1989] (in Russian). Институт демографии Национального исследовательского университета: Высшая школа экономики [Institute of Demography at the National Research University: Higher School of Economics]. 1989 – via Demoscope Weekly.
  5. Е. М. Поспелов. "Географические названия мира", Москва, 1998, стр. 480.