სათაურით „პს“ ეს სტატია იძებნება. სხვა მნიშვნელობებისთვის იხ. პს (მრავალმნიშვნელოვანი).

პარსეკი (შემოკლებით პს) — სიგრძის ერთეული, რომელიც გამოიყენება მანძილის გასაზომად ასტრონომიაში. დასახელება შედგენილია სიტყვებისაგან parallax და second. დედამიწიდან ერთი პარსეკის (პს) მანძილზე დაშორებული ობიექტის წლიური ტრიგონომეტრიული პარალაქსი უტოლდება ერთ სეკუნდს. ამგვარად, პარსეკი არის მანძილი რომლიდანაც დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი (1 ა.ე. ) ჩანს ერთი სეკუნდის კუთხით.

პარსეკი: მანძილი დედამიწიდან ობიექტამდე რომლის წლიური პარალაქსის კუთხეა ერთი სეკუნდი.
1 პს = ა.ე. ≈ 206 265 ა.ე. = 3,08568×1016 = 3,2616 სინათლის წელი.

აგრეთვე გამოიყენება ერთეულები: კილოპარსეკი (კპს, ათასი), მეგაპარსეკი (მგპს, მილიონი), გიგაპარსეკი (გპს, მილიარდი).

ზოგიერთი მანძილი პარსეკებში რედაქტირება

  • 1 ასტრონომიული ერთეული უდრის 4,85×10−6 პარსეკს;
  • 2008 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, კოსმოსური აპარატი „ვოიაჯერი-1“ მზეს 0,000521763 პს-ით (107.58 ა.ე.) დაშორდა
  • ოორტის ღრუბლის დიამეტრი დაახლოებით 0,61 პს-ია;
  • მანძილი მზიდან უახლოეს ვარსკლავამდე (ცენტავრის პროქსიმა) უდრის დაახლოებით 1,3 პარსეკს;
  • ჩვენი გალაქტიკის ცენტრამდე მანძილი დაახლოებით 8 კილოპარსეკია;
  • ჩვენი გალაქტიკის დიამეტრია 30 კილოპარსეკი;
  • მანძილი ანდრომედას გალაქტიკამდე 0,77 მეგაპარსეკია;
  • უახლოესი გალაქტიკების ნაკრები, ქალწულის ნაკრები, მდებარეობს 18 მგპკ მანძილზე;
  • მანძილი ხილვადი სამყაროს საზღვრამდე — დაახლოებით 4 გპს-ია (თუ გავზომავთ მანძილს დედამიწაზე დარეგისტრირებული სინათლით) ან 24 გპს (თუ შევაფასებთ თანამედროვე — სამყაროს გაფართოების ჩათვლით - მანძილი იმ ობიექტებამდე, რომლებმაც ეს სინათლე წარმოშვეს);
  • 10 პარსეკი არის მანძილი, რომლის დასაფარად სინათლეს სჭირდება 32 წელი 7 თვე და 6 დღე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება