ასტრონომიული ერთეული

ასტრონომიული ერთეული (აღნიშვნა: ა. ე., au/ua) — ასტრონომიაში მანძილის საზომი ერთეული, რომელიც ტოლია 149 597 870,610 (149,6 მლნ) კილომეტრს. ასტრონომიული ერთეული მიახლოვებით ტოლია მანძილისა დედამიწასა და მზეს შორის. ზუსტად რომ ვთქვათ ასტრონომიული ერთეული უდრის წრიული ორბიტის რადიუსს, რომლის ბრუნის პერიოდია, რომ გამოვრიცხოთ მზის სისტემის ყველა სხეული, ზუსტად უდრიდეს დედამიწის ბრუნის პერიოდს. დედამიწის დიდი ნახევარღერძი ტოლია 1,000000036406 ა. ე.

ძირითადად გამოიყენება მზის სისტემის ობიექტების მანძილის გაზომვისათვის, არა მზის სისტემის, და აგრეთვე ორმაგი ვარსკლავების კომპონენტებს შორის.

ისტორია რედაქტირება

ჰელიოცენტრულ სისტემის გაჩენის დროიდან, განსაკუთრებით კეპლერის ციური მექანიკის, მანძილები მზის სისტემაში (ძალიან ახლის მდებარე მთვარის გამოკლებით) გაიზომა ძალიან დიდი სიზუსტით. რადგან მზე არის სისტემის ცენტრალური სხეული, ხოლო მის გარშემო მბრუნავი დედამიწა — მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელი, ბუნებრივი იყო ეს რადიუსი აღებულიყო გაზომვის ერთეულად. მაგრამ არ არსებობდა ამ ერთეულის ზუსტი გაზომვის ხერხი, რომ შევადაროთ მიწიერ მასშტაბებთან. მზე არის საკმაოდ შორს, რომ გაიზომოს პარალაქსით. მანძილი მთვარემდე იყო ცნობილი, ხოლო შეფასება ცნობილი XVII საუკუნეში მანძილის მზემდე და მთვარემდე ვერ ხერხდებოდა — მთვარეზე დაკვირვება არ იძლევა საჭირო სიზუსტეს, ხოლო დედამიწის და მზის მასების შეფარდება არ იყო ცნობილი.

1672 წელს ჯოვანი კასინიმ თავის თანამშრომელთან ჟან რიშესთან ერთად გაზომეს პლანეტა მარსის პარალაქსი. რადგან დედამიწის და მარსის ორბიტის პარამეტრები იყო დიდი სიზუსტით გაზომილი, გახდა შესაძლებელი გამოიკვლიოს ასტრონომიული ერთეულის ზომისა — თანამედროვე ერთეულებში 146 მლნ. კმ.

შემდგომში ხორციელდებოდა ერთეულის დაზუსტების გამოკვლევები ვენერის გასვლით (დაბნელებით) მზის დისკოზე. ასტეროიდ ეროსის მიახლოვება დედამიწასთან 1901 წელს და მისი პარალაქსის გაზომვით გახდა შესაძლებელი უფრო ზუსტი მანიშნებლის მიღება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება