ოლეგ ტაბაკოვი
ოლეგ ტაბაკოვი (რუს. Оле́г Па́влович Табако́в, დ. 17 აგვისტო, 1935, სარატოვი — 12 მარტი, 2018, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1988), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის (1998) ლაურეატი. „მოსკოვის თეატრის ოლეგ ტაბაკოვის ხელმძღვანელობით“ („ტაბაკერკა“) დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1987-2018).
ოლეგ ტაბაკოვი | |
---|---|
რუს. Оле́г Па́влович Табако́в | |
დაბადების თარიღი |
17 აგვისტო, 1935 სარატოვი |
გარდაცვალების თარიღი |
12 მარტი, 2018 (82 წლის) მოსკოვი |
საქმიანობა | მსახიობი,რეჟისორი, პედაგოგი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია რედაქტირება
ოლეგ ტაბაკოვი დაიბადა 1935 წლის 17 აგვისტოს სარატოვში, ექიმების ოჯახში. ადრეული ბავშვობა მშობლებთან და ბებიებთან გაატარა. დიდი სამამულო ომის დროს მამა ფრონტზე წავიდა და სამხედრო-სანიტარულ მატარებელს ხელმძღვანელობდა, დედა კი სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. ომის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
1953 წელს ოლეგ ტაბაკოვმა სკოლა დაამთავრა და МХАТ-თან არსებულ სკოლა-სტუდიაში შევიდა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. მესამე კურსზე სწავლის პერიოდში ითამაშა თავისი პირველი კინოროლი მიხეილ შვეიცერის ფილმში „მჭიდრო კვანძი“. 1957 წელს ოლეგ ეფრემოვმა სკოლა-სტუდიის შენობაში შექმნა ახალგაზრდა მსახიობთა სტუდია, შემდგომში თეატრი „Современник“. თეატრში ოლეგ ტაბაკოვი 1983 წლამდე წამყვანი მსახიობი იყო. შემდეგ ოლეგ ეფრემოვის მიწვევით МХАТ-ში გადავიდა. 1965 წლიდან იყო სკკპ წევრი.
1977 წელს ოლეგ ტაბაკოვს თეატრისთვის ჩაპლიგინის ქუჩაზე (№1-ა) არსებული ყოფილი ქვანახშირის საწყობის შენობა გადაეცა. მისი გასუფთავებისა და გარემონტების შემდეგ ჩამოყალიბდა ცნობილი სარდაფი „ტაბაკერკა“.
2000 წელს ტაბაკოვი სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ჩეხოვის სახელობის თეატრს (МХТ).
ოლეგ ტაბაკოვი გარდაიცვალა 2018 წლის 12 მარტს გულის შეტევით. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. მსახიობისთვის პატივის მისაგებად მის საფლავზე დაიდგა ძეგლი, რომლის გახსნა შედგა 2021 წლის 27 სექტემბერს. ძეგლი შეიქმნა ნიკოლაი სიმონოვის პროექტით, რომელიც მთავარ მხატვრად მუშაობდა МХТ-ში.[1]
ფილმოგრაფია რედაქტირება
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1968 | ფ | ომი და მშვიდობა | Война и мир | ნიკოლაი როსტოვი |
1973 | ფ | გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება | Семнадцать мгновений весны | ბრიგადენფიურერი ვალტერ შელენბერგი |
1976 | ფ | თორმეტი სკამი | Двенадцать стульев | ალექსანდრ იაკოვლევიჩი |
1977 | ფ | დაუსრულებელი პიესა მექანიკური პიანინოსთვის | Неоконченная пьеса для механического пианино | პავლე შჩერბუკი, კრედიტორი |
1979 | ფ | დ'არტანიანი და სამი მუშკეტერი | Д’Артаньян и три мушкетёра | ლუდოვიკო XIII |
1979 | ფ | გადაშლილი წიგნი | Открытая книга | კრამოვი |
1983 | ფ | მერი პოპინს, ნახვამდის | Мэри Поппинс, до свидания | მის ენდრიუ |
1987 | ფ | კაცი კაპუცინების ბულვარიდან | Человек с бульвара Капуцинов | ჰარი მაკიუ, ბარმენი |
1989 | ფ | სიყვარული პრივილეგიებით | Любовь с привилегиями | ნიკოლაი პეტროვიჩი, სუკ-ის გენერალი |
1992 | ფ | სტალინი | Сталин | აკადემიკოსი ვინოგრადოვი |
2005 | ფ | ესენინი | Есенин | სუკ-ის გენერალი სიმაგინი |
ჯილდოები და აღიარება რედაქტირება
- 1967 — სსრკ-ის სახელმწიფო პრემია ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიექტურის დარგში
- 1967 — საპატიო ნიშანი
- 1969 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1977 — რსფსრ სახალხო არტისტი
- 1982 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1988 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1993 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1998 — რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
- 2013 — საპატიო ლეგიონის ორდენი (საფრანგეთი)
გალერეა რედაქტირება
-
თეატრი „Современник“
-
ჩეხოვის სახელობის МХТ
-
შესასვლელი თეატრში „ტაბაკერკა“
-
სარატოვი. 2007
-
რუსეთის 2019 წლის საფოსტო მარკა
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ოლეგ ტაბაკოვი
- ოლეგ ტაბაკოვი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Олег Павлович Табаков