ოთარ მიხეილის ძე ქორქია (დ. 10 მაისი, 1923, ქუთაისი — გ. 15 მარტი, 2005, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950).[1]

ოთარ ქორქია

ოთარ მიხეილის ძე ქორქია
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1950
ცენტრალური თავდამსხმელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 10 მაისი, 1923
ქუთაისი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა 15 მარტი, 2005 (81 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 190 სმ
კარიერის ისტორია
1943–1946 დინამო ქუთაისი
1947–1958 დინამო თბილისი

ბიოგრაფია რედაქტირება

1961 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.[2] იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1947–1955) და მისი კაპიტანი (1953–1955). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი,[3] ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 1951, 1953) და მესამე პრიზიორი (1955), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 1952) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1949, 1950), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ორგზის (1949, 1951), ახალგაზრდობის I საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების (1958-1962), თბილისის „დინამოს“ (1962–1967), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-1970) მთავარი მწვრთნელი.[4] თამაში დაიწყო ქუთაისის „დინამოში“, (1943), 1946 წლიდან გადავიდა თბილისის „დინამოში“. 1962 წელს ოთარ ქორქიას ხელმძღვნაელობით თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. ითვლებოდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად. წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა[5] და მედლებით. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1967).

მიღწევები რედაქტირება

ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი
  •   1952 (ჰელსინკი)
ევროპის ჩემპიონი
  •   1947 (ჩეხოსლოვაკია)
  •   1951 (საფრანგეთი)
  •   1953 (საბჭოთა კავშირი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1955 (უნგრეთი)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი
  •   1949, 1951
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  •   1950, 1953, 1954
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  •   1947
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1948, 1952
საბჭოთა კავშირის თასი
  •   1949, 1950

ძირითადი შედეგები რედაქტირება

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
კალათბურთი   უნგრეთი, ბუდაპეშტი ევროპის ჩემპიონატი 1955  
კალათბურთი   სსრ კავშირი, მოსკოვი ევროპის ჩემპიონატი 1953  
კალათბურთი   საფრანგეთი, პარიზი ვროპის ჩემპიონატი 1951  
კალათბურთი   ჩეხოსლოვაკია, პრაღა ევროპის ჩემპიონატი 1947  
კალათბურთი   ფინეთი, ჰელსინკი ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები  

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 124. 371 გვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სიმონიშვილი, ვაჟა. (17 იანვარი, 2019) დაუჯერებელი გმირობის ამბავი: რატომ წამოუდგა ფეხზე ოთარ ქორქიას მთელი ამერიკის ნაკრები?. lelo.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
  2. გუგუშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 550.
  3. ჰელსინკი 1952. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (25 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  4. ოთარ ქორქია — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-07-04.
  5. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 16.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022