დინამო თბილისი (საკალათბურთო კლუბი)

ტერმინს „დინამო თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დინამო თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).

საკალათბურთო კლუბი დინამო თბილისი — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან, საქართველო.

დინამო თბილისი


ლიგები საქართველოს სუპერლიგა
დაარსდა 1934


მდებარეობა თბილისი, საქართველო
გუნდის ფერები ლურჯი, თეთრი
პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი
მთავარი მწვრთნელი საქართველოს დროშა ირაკლი ხოშტარია
საიტი bcdinamo.ge
ფორმები
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

ისტორია რედაქტირება

კლუბი დაარსდა 1934 წელს, არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძველესი და ტიტულოვანი საკალათბურთო გუნდი. პირველ დიდ წარმატებას დინამოელებმა მიაღწიეს 1949 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაში გაიმარჯვეს. ერთი წლის შემდეგ „დინამომ“ ზედიზედ მეორედ მოიპოვა თასი და თასთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდებაც.[1] მომდევნო წლებში „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს მედლები კიდევ ორჯერ მოიპოვა — 1953 და 1954 წლებში, ხოლო 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.

საბჭოთა კავშირის თასი 1949 რედაქტირება

1949 წლის საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფარგლებში „დინამომ“ დაამარცხა პეტროზავოდსკის ნაკრები (99–36), კიევის ოფიცერთა სახლი (52–25), ტარტუს უსკა (25–24) და რიგის „დინამო“ (24–19). თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე მესხი,[2] ოთარ ქორქია, სულიკო თორთლაძე,[3] შოთა ქორქაშვილი,[4] ჯუმბერ ნიჟარაძე,[5] დავით გოძიაშვილი,[6] მიხეილ კეკელიძე,[7] ლევან ინწკირველი,[8] გივი რუხაძე,[9] თენგიზ მეძმარიაშვილი.[10] მწვრთნელი — შალვა დიასამიძე.[11]

საბჭოთა კავშირის თასი 1950 რედაქტირება

1950 წლის საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფარგლებში „დინამომ“ დაამარცხა ერევნის სკიფ-ი (71–31), ბაქოს „დინამო“ (47–36), ოდესის „ნაუკა“ (39–31), ტარტუს უსკა სათამაშოდ არ გამოცხადდა და ამიტომ გამარჯვება დინამოელებს ჩაეთვალათ. ფინალში თბილისელმა კალათბურთელებმა მოსკოველ თანაკლუბელებს მოუგეს (49–36) და თასს დაეულნენ. თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ლევან ინწკირველი, ჯუმბერ ნიჟარაძე, დავით გოძიაშვილი, ალექსანდრე მესხი, ვაჟა ჟღენტი,[12] შოთა ქორქაშვილი, თენგიზ მეძმარიაშვილი, გივი რუხაძე. მწვრთნელი — გიორგი ავალიშვილი.[13]

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1950 რედაქტირება

1950 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გათამაშების ფარგლებში დინამოელებმა შემდეგი შეხვედრები ჩაატარეს — წინასწარი თამაშებისას მათ დაამარცხეს: ყაზანის „სპარტაკი“ (57–40), ოდესის „ნაუკა“ (71–43), ალმა-ათის „ბოლშევიკი“ (86–41). ნახევარფინალებში დაამარცხეს ლენინგრადის „დინამო“ (71–39), ლენინგრადის ოფიცერთა სახლი (46–39), მოსკოვის „დინამო“ (24–21), მოსკოვის „ლოკომოტივი“ (56–29), წააგეს მოსკოვის ვვს-თან (34–72). ფინალურ ტურნირში თბილისელებმა ყველა მეტოქე დაამარცხეს: ტარტუს უსკა (34–31), კაუნასის „ჟალგირისი“ (25–20), მოსკოვის ვვს (36–34) და ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ჯუმბერ ნიჟარაძე, ლევან ინწკირველი, ვაჟა ჟღენტი, დავით გოძიაშვილი, შოთა ქორქაშვილი, ალექსანდრე მესხი, სულიკო თორთლაძე, გივი რუხაძე. მწვრთნელი — გიორგი ავალიშვილი.

ჯილდოები რედაქტირება

საბჭოთა კავშირი რედაქტირება

საქართველო რედაქტირება

ევროპა რედაქტირება

მიმდინარე შემადგენლობა რედაქტირება

ნომერი მოთამაშე ეროვნება პოზიცია
4 ლამარ კარიმი   PG
5 იოსებ ლეჟავა   G
6 ბექა ჩიკვილაძე   G
7 ზეზვა ლილუაშვილი   G
9 ალექსანდრე ჩოჩია   G
10 კობა კობაიძე   C
11 დავით იოსელიანი   F
12 თორნიკე ნინიაშვილი   C
13 ირაკლი კეიდია   F
20 გიორგი ორმოცაძე   F
23 შოთა გელაზონია   G
32 მილან ოლუიჩი   C
33 ფლინ კლეიმენი   F

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართველი კალათბურთელები საკავშირო პირველობის შემდეგ. ეროვნული ფოტომატიანე. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  2. ალექსანდრე მესხი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  3. სულიკო თორთლაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  4. შოთა ქორქაშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  5. ჯუმბერ ნიჟარაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  6. დავით გოძიაშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  7. მიხეილ კეკელიძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  8. ლევან ინწკირველი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  9. გივი რუხაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  10. 70 წელი პირველი დიდი ტიტულის მოგებიდან. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-03. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  11. შალვა დიასამიძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  12. ვაჟა ჟღენტი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  13. გიორგი ავალიშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022