ნოდარ კეკელიძე

ქართველი ფიზიკოსი

ნოდარ კეკელიძე (დ. 15 აპრილი, 1930, ჩოხატაური — გ. 24 დეკემბერი, 2019) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1984).

ნოდარ კეკელიძე
დაბ. თარიღი 8 სექტემბერი, 1930(1930-09-08)
დაბ. ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 24 დეკემბერი, 2019(2019-12-24) (89 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი მედალი „შრომითი მამაცობისათვის“

ბიოგრაფია რედაქტირება

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1961 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ლაბორატორიისა და კათედრის ხელმძღვანელად. 1984-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის გამგე. 1985-1993 წლებში პრორექტორი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეცნიერების დარგში. თანამშრომლობდა სო­ხუ­მის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის უნივერსიტეტთან, ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან და სხვა სამეცნიერო ცენტრებთან. 2009 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მისი კვლევის ძირითადი სფეროა ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულების ფიზიკა, ტექნოლოგია, ელექტრონიკა, მასალათმცოდნეობა, რადიაციული ფიზიკა, ფიზიკის მეთოდები ეკოლოგიაში. მის მიერ აღმოჩენილია მესრის ორმოდიანი რხევის მოვლენა InP-InAS მყარ ხსნარებში, რომლებიც გამოიყენება მიკრო და ოპტოელექტრონიკაში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში.

მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის უმაღლესი ჯილდო — საპატიო სიგელით, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით (1975, 1976, 1985), ლაიფციგის გამოფენის ოქროს მე­და­ლი და დიპლომი (1977), საქართველოს უმაღლესი განათლების რესპუბლიკური პრემია (1983), საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პრემია (1996), საქართველოს პრეზიდენტის მადლობის წერილი (2000). არის 9 მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

ჯილდოები რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ელექტრონების ძვრადობის დაბალტემპერატურული ანომალია კომპენსირებული გერმანიუმის და სილიციუმის მონოკრისტალებში, თბილისი, უნივერსალი, 2006, გვ. 87 ISBN 9994061801
  • ფოტოელემენტები და მათი გამოყენება, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964, გვ. 32

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 616.
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2002, გვ. 345

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება