ნიკოლოზ ტაგანცევი

ნიკოლოზ ტაგანცევი (დ. 19 თებერვალი, 1843, პენზა — გ. 1923) — რუსი იურისტი, კრიმინალისტი, სისხლის სამართლის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1867-1882 წლებში ასწავლიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1881 წლიდან მუშაობდა რუსეთის იმპერიის იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ იყო სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის თავმჯდომარე, 1887 წლიდან სენატორი. 1903 წელს შეადგინა სისხლის სამართლის სჯულდების პროექტი. 1906 წლიდან იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1915-1917 წლებში იყო რუს კრიმინალისტთა ჯგუფის საპატიო თავმჯდომარე. მონაწილეობდა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და მიღებაში. იყო ლიბერალი, გამოდიოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ყურადღებას უთმობდა ბავშვთა დანაშაულთან ბრძოლას.

ლიტერატურა რედაქტირება