სიკვდილით დასჯა — სასჯელის უმაღლესი ზომა — ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გათვალისწინებულია კანონით ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. XX საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში.[1]

სიკვდილით დასჯა თანამედროვე სამყაროში.
  გაუქმებულია
  ჩვეულებრივ სამართალწარმოებაში გაუქმებულია, თუმცა შემონახულია განსაკუთრებული სამართალწარმოებისათვის
  არსებობს, თუმცა არ არის დაწესებული პრაქტიკაზე
  დაწესებულია
ჩეზარე ბეკარია, Dei delitti e delle pene

ძველ საქართველოში სიკვდილით დასჯის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს მიმართავდნენ, უფრო მეფისა და სახელმწიფოს ღალატისთვის, აგრეთვე მეფის პირადი საჯარო შეურაცხყოფისათვის, მეკობრეობისათვის. გიორგი III-ის 1170 სიგელის მიხედვით, სიკვდილით დასჯა „მრავალჯერ“ პარვისთვისაც ყოფილა დაწესებული. სიკვდილით დასჯის სხვადასხვა ფორმით სრულდებოდა: ჩამოხრჩობა, მოშთობა, კლდიდან გადმოგდება, ცეცხლზე დაწვა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. სიკვდილით დასჯა – ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. გამყრელიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 336.