ნიკოლოზ დიასამიძე (პუბლიცისტი)

ნიკოლოზ დიასამიძე (დ. 1845, გორის მაზრა — გ. 13 აგვისტო, 1897, ბრილი, გორის მაზრა) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცენატი.

ნიკოლოზ (ნიკო) დიასამიძე
დაბადების თარიღი 1845
გორის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 13 აგვისტო, 1897 (52 წლის)
ბრილი, გორის მაზრა
დაკრძალულია ბრილი, გორის მაზრა
ეროვნება ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცენატი
წოდება თავადი
შვილ(ებ)ი გრიგოლ დიასამიძე
მშობლები მამა: დავით დიასამიძე

ბიოგრაფია რედაქტირება

ნიკოლოზ (ნიკო) დიასამიძე იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცენატი. დაიბადა 1845 წელს, საქართველო-იმერეთის გუბერნიაში, გორის მაზრაში. 1877 წელს აღალო თუთაევთან ერთად გორში თავისი ხარჯით გადააკეთა ძველი როტონდა და იქ თეატრი დააარსა; მას საკუთარ სახლებში (თბილისში, სოფლები: საქაშეთი, ბრილი) მოწყობილი ჰქონდა სალონები, სადაც მართავდა ლიტერატურულ შეხვედრებს (ე. წ. „ორშაბათები“), თეატრის წარმოდგენებს; 1877 წელს მისი აქტიური მონაწილეობით სოფელ რუისში საქველმოქმედო მიზნით დაარსდა საზოგადოებრივი ბანკი, რომელსაც ერთხანს კონსტანტინე მამაცაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა; 1892 წელს, გორის მაზრის სოფელ ბრილში (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი), მის სახლში, მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზეთ „კვალის“ დამფუძვნებელი კრება; გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ და განათლების საკითხებზე; მოკლეს ბრილელმა გლეხებმა; ამ ფაქტს აკაკი წერეთელმა, რომელსაც მასთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, უძღვნა ლექსი „ნიკო დიასამიძის სახსოვრად“. დაკრძალულია სოფელ ბრილში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება