ნაწლავის ფლორა

ადამიანისა და ცხოველის ნაწლავების მიკროორგანიზმების საზოგადოება

ნაწლავის ფლორა — ჯანმრთელი ადამიანისა და ცხოველის ნაწლავების მიკროორგანიზმები, რომლებიც ზიანს არ აყენებენ მასპინძელს. ნაწლავებში მიკრობთა არსებობა სიმბიოზის შედეგია.[1]

ნაწლავის ჩხირი — ნაწლავის ფლორის ერთ-ერთი შემადგენელი.

ნორმალური ნაწლავის ფლორა შედგება:[1]

  1. კომენსალებისა და საპროფიტებისაგან;
  2. პირობითი ან პოტენციური დამასნებოვნებლებისაგან.

წვრილი ნაწლავების ზედა ნაწილში ჭარბობენ აერობული სტრეპტოკოკები (ე. წ. ენტეროკოკები), ლაქტობაცილები და საფუვრები. ქვემო ნაწილში უფრო მეტია გრამუარყოფითი ბაქტერიები (უმთავრესად ნაწლავის ჩხირისა და სპოროვნების ჯგუფისა). ნაწლავის ფლორის სახეობრივი და რაოდენობრივი შედგენილობის დარღვევას დისბაქტერიოზი ეწოდება. ნაწლავის ფლორა, მისი შედგენილობა და მდგომარეობა განაპირობებს საჭმლის მომნელებელი პროცესების მიმდინარეობას, რიგი ფერმენტებისა და სხვა ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნას.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ნაწლავის ფლორა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 345.