ნატალია ჯავახიშვილი

ნატალია ჯავახიშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1882, თბილისი — გ. 7 სექტემბერი, 1950, იქვე) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1941).

ნატალია ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1882
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 7 სექტემბერი, 1950 (67 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ვალერიან შალიკაშვილი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

1900 წელს დაამთავრა თბილისის ეპარქიული სასწავლებელი. 1901 წელს პირველად გამოვიდა სცენაზე ავჭალის სცენისმოყვარეთა დასში, მარიამ დემურიას დახმარებით, სადაც შეასრულა მაშიკოს როლი აქვსენტი ცაგარლის „ციმბირელში“.

1902 თბილისის ქართულ თეატრში მიიწვიეს. 1902–1903 და 1905–1919 წლებში თბილისის დასში მსახურობდა, ხოლო 1903–1904 წლებში — ქუთაისში. იყო ქართველი მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის ვალერიან შალიკაშვილის მეუღლე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1919–1921) სოხუმის თეატრში გამოდიოდა, სადაც შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი სახე. იმ პერიოდის პრესა ბეჭდავდა მის ფოტოებს. 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა. შექმნა მრავალი სახასიათო სცენური სახე. როლები: მაიკო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), არინა გალჩიხა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ჟოზეფინა (სერგო კლდიაშვილის „გრაფის ქვრივი“), კაროჟნა (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), ხანუმა, ქაბატო (აქვსენტი ცაგარელის „ხანუმა“), ბეფინა (სერგო კლდიაშვილის „გრაფის ქვრივი“), მატრონა (ლევ ტოლსტოის „მეუფება წყვდიადისა“), ჰერტრუდა (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვა.

1934 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1946 კი — საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მისი არქივი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 541.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება