ნაირა ჭაბაშვილი

ნაირა ჭაბაშვილი (დ.12 ნოემბერი, 1949, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1973–1975 წლებში იყო თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი. 1975–1986 წლებში მე–8 საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-თერაპევტი. 1986–1991 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრასთან არსებული ლაზერული მედიცინის კურსის ასისტენტი. 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის კათედრის ასისტენტი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის მორფო–ფუნქციური და ორგანიზმის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების კორელაცია ექოკარდიომეტრიული და ანთროპომეტრიული ანალიზის საფუძველზე ასაკობრივ ასპექტში“, დაიცვა 1994 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ავადმყოფთა მედიკამენტური და ფიზიკური რეაბილიტაციის თავისებურებანი გართულებული მიოკარდიუმის ინფარქტის სტაციონარულ და ამბულატორიულ ეტაპებზე“, დაიცვა 2001 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 346
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5 შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2003, გვ.78
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 388.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება