მხითარიან მანუკიანი (სომხ. Մխիթար Մանուկյան; დ. 20 სექტემბერი, 1973, გიუმრი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი-ყაზახი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. ასპარეზობდა 1996, 2000 და 2004 წლების ოლიმპიადებში; 2004 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი. მან ასევე მოიპოვა მსოფლიო ტიტული 1998 და 1999 წლებში, ხოლო აზიის ტიტული 1997 და 1999 წლებში.[1]

მხითარ მანუკიანი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი მხითარ მანუკიანი
დაბ. თარიღი 20 სექტემბერი, 1973 (1973-09-20) (50 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი[1]
სიმაღლე 166 სმ სმ
წონა 63 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სომხეთი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ რომაული

ბიოგრაფია რედაქტირება

მხითარ მანუკიანი დაიბადა 1973 წლის 20 სექტემბერს ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი), სომხეთში. მან ბერძნუო-რომაული სტილით ჭიდაობაში ვარჯიში 10 წლის ასაკში დაიწყო. მანუკიანმა ორივე შობელი და და დაკარგა 1988 წელს სომხეთში, მიწისძვრის შედეგად. მისი თქმით, ამ ტრაგედიამ მის ჭიდაობაზე იქონია გავლენა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული იგი ორჯერ, 1990 და 1991 წლებში გახდა. 1993-1996 წლებში მანუკიანი იყო სომხეთის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული ნაკრების წევრი. მან ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ჭიდაობის 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მანუკიანმა მონაწილეობა მიიღო 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ატლანტაში, თავის ძმებთან, აღასა და სამველთან ერთად.[2]

1997 წელს მანუკიანმა მიიღო მოწვევა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მთავარი მწვრთნელის, დაულეტ ტურლიხანოვისგან, გადავიდა ალმათიში და ასპარეზობა ყაზახეთის დროშის ქვეშ განაგრძო. ამავე წელს მანუკიანმა მოიპოვა ოქროს მედალი 1997 წლის ჭიდაობის აზიის ჩემპიონატზე. მოიგვიანებით მოიპოვა ოქროს მედალი 1996 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში. 1999 წელს მოიგო ორი ტურნირი: 1999 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი და 1999 წლის ჭიდაობის აზიის ჩემპიონატი. ჭიდაობის სტილთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციამ მხითარ მანუკიანი 1999 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა. 2000 წლის სიდნეიში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე მხითარ მანუკიანი მედლის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ოლიმპიადის ადრეულ ეტაპზე ჯუან მარენთან დამარხდა და შეჯიბრება მე-7 ადგილით დაასრულა.[1]

2001 წელს მანუკიანმა რთული (ზურგის) ოპერაცია გაიკეთა და გამოჯანმრთელების შემდეგ ოპერაციამდე მყოფ ფორმაში დაბრუნება ვერ შეძლო. თუმცა იგი 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე გასაგზავნ გუნდში შეირჩა და იგი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

2005 წელს მხითარ მანუკიანმა მოჭიდავის კარიერა დაასრულა და თავდაპირველად ყაზახეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის დამხმარე, ხოლო შემდგომ მთავარი მწვრთნელი გახდა.[2]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

მარევიკი დაქოწინებულია არევიკზე, წარმოშობით სომეხ ქალზე (გიუმრიდან); მათ ჰყავთ ქალიშვილი.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Mkhitar Manukyan. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 2019-11-02
  2. 2.0 2.1 2.2 Мхитар Манукян – о жизни (in Russian). borqba.narod.ru. Retrieved 12 February 2013.