მუჰამედის მეჩეთი (აზერ. Məhəmməd məscidi), ასევე ცნობილი, როგორც სინიქ- კალა( აზერ. Sınıqqala məscidi — «დაზიანებული კოშკი»)[1] — XI საუკუნის მეჩეთი, რომელიც განლაგებულია ბაქოს ისტორიულ ნაწილში იჩერი-შეჰერიში.

მუჰამედის მეჩეთი

ისტორია რედაქტირება

დასახელება „სინიქ - კალა“ მეჩეთმა მიიღო 1723 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის სამხედრო ესკადრამ, რომელიც შედგებოდა 15 გემისგან და რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალ მიხაილ მატიუშკინი, მოადგა ქალაქს და მოითხოვა დანებება. უარყოფილი ულტიმატუმის საპასუხოდ რუსულმა ესკადრამ დაიწყო ქალაქის დაბომბვა. ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა მეჩეთის მინარეთს და დააზიანა იგი. იმავდროულად ზღვაზე წარმოიშვა შტორმი, რომელმაც გარიყა რუსული იალქნიანი ესკადრა შორს ზღვაში. ქალაქის მოსახლეობამ აღიქვა ეს ფაქტი, როგორც ღმერთის წყალობა. მას შემდეგ XIX საუკუნის შუამდე მინარეთი არ აღუდგენიათ, როგორც წინააღმდეგობის სიმბოლო.[2][3]

მუჰამედის მეჩეთი არის პირველი ისლამური ნაგებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელზეც არის მისი მშენებლობის წარწერაა ამოკვეთილი. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში მეჩეთი მოხსენებულია, როგორც „შაჰის მეჩეთი“.

შემოსასვლელ კარებში შემონახული არაბული წარწერა გვამცნობს, რომ ეს მეჩეთი აშენებულია უსტა-რაის მუჰამედის, აბუ- ბექრის შვილის მიერ ჰიჯრის 471 წელს (1078/1079). ანუ მშენებელი იყო არა მხოლოდ ხელოსანი (უსტა), არამედ უფროსიც (რაის) — ხელოსნების კორპორაციის უფროსი.[4]

მინარეთი რედაქტირება

მინარეთი მიდგმულია მეჩეთზე, რომელიც აშენებულია უფრო ადრინდელის მაგივრად და რომლის გეგმაც იმეორებს ძველის გეგმას. მინარეთის ღერძი — ოდნავ წვრილდება. აღმართულია საგანგებოდ დამუშავებული ქვებისგან. ქვის ფილებით შემოფარგლული აივნით მუეზინისათვის — შერეფეს უკავია კარნიზის სტალაქტიდები. მინარეთს აბოლოვებს გუმბათი. მინარეთის შიგნით ადის ვიწრო კიბე. კარნიზის ქვეშ იკითხება არაბულად დაწერილი ყურანის ტექსტების ამონარიდები. ასეთი წარწერები ახალისებენ და აცოცხლებენ მეჩეთის მრისხანე გარესახეს.

მინარეთი აშენებულია ადგილობრივი დამუშავებული ქვით კირის ხსნარით. ცალკეულ რიგებს გააჩნიათ სხვადასხვა ზომები ( ზედა ნაწილი რესტავრირებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში).[5]

მეჩეთი ხელოვნებაში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Л. С. Бретеницкий, Б. В. Веймарн. Искусство Азербайджана IV—XVIII веков. — М.: Искусство, 1976. — С. 44.
  2. И. П. Щеблыкин. Архитектурные памятники эпохи Низами в Азербайджане // Известия Академии наук СССР. — Издательство Академии наук СССР, 1941. — № 1. — С. 60.
  3. С. А. Ашурбейли. История города Баку. — Б.: Азернешр, 1992. — С. 146. — ISBN 5-552-00479-5.
  4. Л. С. Бретеницкий, Б. В. Веймарн. Искусство Азербайджана IV—XVIII веков. — М.: Искусство, 1976. — С. 44.
  5. Г. М. Ализаде. Народное зодчество Азербайджана и его прогрессивные традиции. — Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1963. — С. 38. — 228 с.