ჰიჯრა (არაბ. هِجْرَة — გადასახლება, გადახვეწა, ემიგრაცია) — მაჰმადიანური ტრადიციის მიხედვით, მუჰამადისა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) გადასახლება მექიდან მედინაში 622 წლის 24 სექტემბერს.

ისტორია რედაქტირება

622 წელს მექას მოსახლეობა, რომლებიც აღიარებდნენ სხვადასხვა სახის რელიგიებს, უკმაყოფილონი იყვნენ მუჰამედის ქადაგებით, რის გამოც იგი და მისი მიმდევრები მექადან მედინაში განდევნეს, სადაც უკვე იყვნენ საკმაო რაოდენობით, გადასახლებული მუსლიმები. ეს მოვლენა შეიძლება ჩაითვალოს პირველი ისლამური სახელმწიფოს შექმნის დასაწყისად. ჰიჯრამდელი პერიოდი სახელდება როგორც ჰაჯილა, ეს ტერმინი ფართო გაგებით ისლამის გავრცელებამდე პერიოდს ნიშნავს.

ჰიჯრას წელი გახდა ისლამური, მთვარის კალენდრის პირველი წელი. ჰიჯრადან ხდება ასევე ირანული მზის კალენდრის ათვლაც. მუჰამედის მისვლას ქალაქ იათრიბში (შემდგომში მედინა) ისტორიკოსების უმრავლესობა 622 წლის 24 სექტემბერით ათარიღებს. აღსანიშნავია, რომ წელთაღრიცხვის ათვლა ჰიჯრადან დაიწყეს 637 წელს, მეორე ჭეშმარიტი ხალიფას უმარ იბნ ალ-ხატაბის მმართველობის პერიოდში. ხალიფას ბრძანებით ახალი ერას ათვლის წერტილად გამოცხადდა არა მუჰამედის მედინაში მისვლის დღე, არამედ მუჰარამის თვის პირველი რიცხვი (მუჰარამი - პირველი თვის პირველი რიცხვი) ეს დღე იულიუსის კალენდრის მიხედვით არის 622 წლის 16 ივლისი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Цыбульский В. Современные календари стран Ближнего и Среднего Востока . Снихронические таблицы и пояснения, М., 1964;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება