მორფოსრუქტურა (ბერძ. morphē — ფორმა და ლათ. atructura — აღნაგობა) — საბჭოთა გეოგრაფიული ტერმინი დედამიწის ზედაპირის რელიეფის აღსანიშნავად, რომლის ჩამოყალიბებაში ენდოგენური და ეგზოგენური ძალების ხანგრძლივი ზემოქმედების დროს წამყვან როლს თამაშობდა ენდოგენური პროცესები. მორფოსტრუქტურების მორფოლოგიური განსხვავებები განპირობებულია ცალკეულ მონაკვეთებზე დედამიწის ქერქის აგებულებისა და გეოლოგიური ისტორიის თავისებურებებით. ყველაზე დიდი (პლანეტური) მორფოსტრუქტურები შეესატყვისება დედამიწის ქერქის უდიდეს ერთეულებს — კონტინეენტებს, ოკეანური ღრმულებს და სხვა. პლანეტური (ე.ი. გეოტექტურული) მასშტაბის მორფოსტრუქტურები განიყოფება უფრო დაბალი რანგის ტექტონიკური სტრუქტურების შესატყვის მორფოსტრუქტურებად, როგორებიცაა ცალკეული მაღლობები, ქედები, მთის მასივები, ღრმულები და სხვა. ტერმინი მორფოსტრუქტურა შემოგვთავაზა საბჭოთა გეოგრაფმა ინოკენტი გერასიმოვმა 1946 წელს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება