მორტერაჩის მყინვარი
მორტერაჩის მყინვარი (რეტორ. Vadret da Morteratsch) — ფართობის მხრივ უდიდესი მყინვარი ბერნინის ქედზე, შვეიცარიაში, ბიუდნერის ალპებში.
მორტერაჩის მყინვარი 2005 წელს | |
კოორდინატები: 46°24′34″ ჩ. გ. 9°55′54″ ა. გ. / 46.40944° ჩ. გ. 9.93167° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ქედი | ბერნინის ალპები |
ფართობი | 16 კმ² |
სიგრძე | 7 კმ |
ტიპი | ხეობური |
პასტერცესა და გეპაჩფერნერის მყინვარების შემდეგ იგი მესამე უდიდესია, ხოლო მოუცლობის მხრივ ყველაზე დიდი აღმოსავლეთ ალპებში. მორტერაჩი ტიპური ხეობის მყინვარია მკვეთრად გამოხატული ყინულის შუბლით. აკუმულაციური ზონა გადაჭიმულია მწვერვალებს — პიც-მორტერაჩის, ბერნინას, პიც-აგიუცას, პიც-არგიენტს, პიც-ცუპოსა და ბელავისტას შორის. მყინვარის ფართობი 16 კმ²-ია, ყინულის მოცულობა დაახლოებით 1,2 კმ³. მყინვარის ნადნობი წყალი მდინარე ინისა და დუნაის გავლით შავ ზღვაში ხვდება.
სიგრძის ყოველწლიურ ცვალებადობას 1878 წლიდან აითვლიან. 1998 წლისთვის, საერთო უკან დახევა 1,8 კმ იყო, საშუალო წლიური უკან დახევის მაჩვენებელი კი 17,2 მ. ეს მაჩვენებელი ბოლო დროს შესამჩნევად გაიზარდა და 1999–2005 წლებში 30 მეტრს მიაღწია.[1]
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Glaciers online: Morteratsch. Glaciers online. ციტირების თარიღი: 18 January 2007.