გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ ! რედაქტირება

 

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ, გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.გიო ოქრო 08:36, 15 მაისი 2019 (UTC)პასუხი

როგორ შევქმნა კომპანიის გვერდი? რედაქტირება

მინდა კომპანიის გვერდის შექმნა

Schoolbook რედაქტირება

მოგესალმებით @SbUsername:, ამჟამინდელი თქვენ მიერ შექმნილი სტატია არ შეესაბამება ვიკიპედიაში მიღებულ სტატიების ფორმატირების და აგების სტანდარტებს, გარდა ამისა ვიკიპედიაში აკრძალულია სარეკლამო შინაარსის და დანიშნულების სტატიების შექმნა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მე პირადად მოხარული ვიქნები თუ ამ პროდუქტის შესახებ ქართულსა და სხვაენოვან ვიკიპედიებშიც იქნება ინფორმაცია. თუმცა, ეს უნდა მოხდეს ვიკიპედიის სტანდარტების შესაბამისად, შესაბამისი სტრუქტურით, ნეიტრალური ტონითა და შინაარსით, წყაროების მითითებით და მაქსიმალურად ინფორმატიულად. ვიკიპედიაში ამას ვიკიფიცირებას ვეძახით. თქვენ შეგიძლიათ როგორც თავად გადახედოთ, შეისწავლოთ ვიკიპედიაში განთავსებული მსგავსი თემატიკის სტატიები და შესაბამისად გააფორმოთ თქვენი ეს სტატიაც. მაგალითისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას. თუ რამე შეცდომა ან კითხვა გექნებათ აქტიური მომხმარებლები აუცილებლად დაგეხმარებიან. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ინტერფეისის სურათები, შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია, შემქმნელების შესახებ ინფორმაცია, შექმნის წლების შესახებ, გამოყენებული ენის შესახებ და სხვა მსგავსი ინფორმაცია ამ პროდუქტის შესახებ და რომელიმე აქტიური იუზერი გააფორმებს შესაბამისად. კითხვები თუ გექნებათ, არ მოგერიდოთ

--OpusDEI მომწერეთ 09:08, 15 მაისი 2019 (UTC)პასუხი