პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--ცანგალა () 07:49, 17 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

აჩიკოს გაუ, წავიკითხე შენი პასუხი სტატიაში განხილვა:ვილნიუსი. ასე რომ ნელ-ნელა გაგიწევს დახმარებას. მთავარია კითხვების არ მოგერიდოს და რაც ჩემს შესაძლებლობებშია დაგეხმარები, ხოლო რაც არ ვიცი სხვა მომხმარებლები დაგეხმარებიან. დღეიდან ისტორიას ჩაბარდა შენი არარეგისტრირებულად მუშაობა.

საიდან დავიწყო? 1. აუცილებლად უნდა ისწავლო ხელმოწერა. როგორ კეთდება? - მხოლოდ დაწკაპუნება არის საჭირო და ავტომატურად შენი ხელმოწერაა. სტატიებში ხელმოწერა არ არის საჭირო, მხოლოდ განხილვის გვერდებზე, ყავახანაში, მომხმარებლებთან მიწერ-მოწერაში.


მე უნდა დამეწერა თავიდანვე ნიარისი და არა ნერისი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს სახელწოდება ლიტვურად კი იკითხება ნიარის–ად, მაგრამ იწერება Neris-ად და რთულია ყოველთვის გახსოვდეს ეს განსხვავება. - ამაზე მინდა ერთი რამ გითხრა - ყოველთვის წერე როგორც ქართულშია მიღებული. მაგ., საქართველო, რომელ ენაზეა საქართველო ქართულის გარდა? გისურვებ წარმატებებს. --ცანგალა () 08:04, 17 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

ბმულების შესახებ რედაქტირება

გაუ Achiko-84, გადახედე ვიკიპედია:ტექსტის რედაქტირება (მარტივი). ბმულებს არასწორად აკეთებ. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ბმული უნდა იყოს აუცილებლად სახელობით ბრუნვაში. რატომ? იმიტომ რომ ბმულე ეს ხომ ახალი სტატიის სათაურია, ხოლო სტატიის სათაური ყოველთვის სახელობით ბრუნვაშია. მაგ. საქართველოში [[]] - ფრჩხილები გაკეთდება [[საქართველო]]ში, თბილისს ამ დროს წინ უნდა დაიწეროს თბილისი ე. ი. [[თბილისი|თბილისს]]. თუ ვერ გაიგე მკითხე. ბმულები გაქვს გასასწორებელი. წარმატებები.--ცანგალა () 10:09, 18 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

ლიტვური ენა რედაქტირება

ყავახანაში დაწერილი პასუხი. ეს იმის ბრალია რომ შენ წინ გაქვს გაკეთებული აბზაცი (შორისი, პრაბელი). ე. ი. სიტყვა ლიტვური წინ გაქვს გაკეთებული აბზაცი (სიცარიელე). სიცარიელე არასოდეს არ გააკეთო.--ცანგალა () 10:18, 18 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

ესტონეთის ისტორია რედაქტირება

სტატია ესტონეთის ისტორია რატომ დააცარიელე?--ცანგალა () 13:08, 23 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

იმიტომ, რომ ადრე ჩაფიქრებული მქონდა დამოუკიდებელ გვერდად. მაგრამ მერე ,,ესტონეთში" ვნახე ,,ისტორია." და ვიფიქრე, რომ იქ უფრო მოუხდებოდა. თანაც დუბლიკაციასაც ავიცილებდით თავიდან. რავი, ასე უფრო უკეთესი არაა? მომხმარებელი შევა ,,ესტონეთში" და ეგრევე ნახავს ყველაფერს.--Achiko-84 13:19, 23 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

გასაგებია. ვნახავ და მოგწერ პასუხს. ისე შენს განხილვის გვერდზე რომ დაგიწერია პასუხი რაშია საქმე. როდესაც ვინმე მოხმარებელს პასუხს უწერ მის განხილვის გვერდზე უნდა დაწერო და ის მომხმარებელი მიიღებს ყვითელ შეტყობინებას როგორც შენ. ასე შენ ღებულობ შეტყობინებას.--ცანგალა () 13:57, 23 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

აჩიკო, ახლა მომისმინე ყურადღებით. ნახე ინგლ. ვარიანტი სტატია ესტონეთი. ამ სტატიაში წერია იხილეთ ესტონეთის ისტორია. ე. ი. ორივე სტატია არის საჭირო. რატომ რომ სტატია ესტონეთი არ გადაიტვირთოს. ეს აუცილებელია. შენი ტექსტი აღვადგინე სტატიაში ესტონეთის ისტორია.--ცანგალა () 14:06, 23 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

ძალიან გთხოვ გადახედე ინგლ. ენაზე ამ ორი სტატიების ვერსიებს.--ცანგალა (გ) 18:49, 23 სექტემბერი 2008 (UTC)

გამარჯობა აჩიკო, შენ დააცარიელე სტატიაესტონეთის ისტორია. რატომ? ინგლისურ ვიკიშია ასეა, როდესაც შედიხარ სტატიაში ესტონეთი იქ წერია იხილეთ სტატია ესტონეთის ისტორია. ჩემი აზრით ეს ცუდი ვარიანტი არ არის. და აქედან გამომდინარე ჯობია იყოს ორი სტატია ერთი ესტონეთი, ხოლო მეორე ესტონეთის ისტორია. ეს რასაკვირველია ჩემი აზრია.--ცანგალა () 14:18, 27 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

მხოლოდ ინფორმაციისთვის სტატიაში ესტონეთის ისტორია ტექსტი უკან დავაბრუნე ე. ი. ამჟამად ცარიელი არ არის. მეორე: იმიტომ კეთდება რამდენიმე სტატია, რომ ერთი სტატია ძალიან გადატვირთული არ იყოს.--ცანგალა () 18:32, 27 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

კვლავ ბმულების შესახებ რედაქტირება

გამარჯობა აჩიკო, გთხოვ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციე ბმულებს. ადრე მოგწერე და კვლავ გეუბნები. ბმულებს აკეთებს არასწორად. გადახედე კიდევ ერთხელ ბმულების წესებს.--ცანგალა () 15:51, 28 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

აჩიკო, ტექსტი კი არის ვრცელი, მაგრამ ახლა დახვეწე და რაც მთავარია ბმულები. ახლა ერთ ბმულს გავასწორებ. და მერე დაგელაპარაკები. გთხოვ მაუზი (წრუწუნა) მიიტანე სიტყვა ,,ვიურმის გლაციალი") - იქნებ მიხვდე შენს შეცდომას. სკაიპი თუ გაქვს მომწერე ჩემ ელ. ფოსტის მისამართზე, რომელიც მითითებული მაქვს ჩემს პირად გვერდზე. --ცანგალა () 16:21, 28 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

სალამი, აჩიკო :) აბა, რომელი ხარ? :) ჟურნალებს რომ აგროვებდი? :) --გიგა პასუხი 06:52, 30 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

გაუ! შენს მიერ შემოტანილი თარგი {{User lt-1}} შევასწორე :) ენების თარგები პირდაპირ ინგლისური ვიკიპედიიდან შემოგვაქვს, პატარა ცვლილებებით. იხ. მე როგორ გავაკეთე, და შემდგომში გაითვალისწინე ;) – Mero ® 05:35, 2 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი


გამარჯობა აჩიკო, რავა ხარ? მოკლეთ, ძლივს გამოჩნდა ადამიანი ვინც ბალტისპირეთით არის დაინტერესებული :-)))) არადა, მე რაღაცები გავაკეთე მაგ ქვეყნების ისტორიდან:-) აწი მე ისევ ჩემს სკანდინავიას მივხედავ მაშინ, აბა, წარმატებები:-)) --Leovizza 23:21, 15 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

თუ ბალტიისპირეთით ხარ დაინტერესებული მაშინ მხარი დაუჭირე ესტონეთს აი აქ.--ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 20:54, 7 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

შეხვალ ვიკიპედიის მთავარ გვერდზე, მარჯვენა მხარეს აწერია აქტუალური სადაც ამჟამად ესპანეთის მიმდინარე პროექტის შესახებაა საუბარი. მის ბოლოში წერია წვრილი შრიფტით წერია:შემდეგი თვის კანდიდატები. დააწკაპებ ზედ და ახალ ფანჯარაში ქვეთავში ===კანდიდატები=== წერია ჯერ ირანი მერე ესტონეთი. ესტონეთის გასწვრიც დააწკაპებ რედაქტტირებას და იქ ჩასვამ {{ჰო}} ამ თარგს და მერე მოაწერ ხელს. ეგაა სულ. თუმცა არ გეგონოს ჩემს აზრს გახვევდე თავზე. ეს მოქმედება შენი გადასაწყვეტია. მადლობა.--ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 07:43, 8 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი


ფაილი:რენი ჰარლინი-საქართველო.jpg რედაქტირება

 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:რენი ჰარლინი-საქართველო.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

გიორგი,  03:20, 16 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი
გამარჯობა, ფაილის ატვირთვე გვერდზე არის ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცე თუ ფაილი შენი შექმნილი არ არის :) ჩვენს შემთხვევაში რადგანაც ფაილი შენი შექმნილი/გადაღებული/ჩაწერილი არ არის უნდა შეხვიდე ფაილის რედაქტირებაში [1] და ჩასვა შევსებული ეს თარგი.— გიორგი, 13:55, 16 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

წესების გამარტივება სამწუხაროდ ჩვენთან არ უნდა მოითხოვოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ამ წესებს ვერ გავამარტივებთ - რადგანაც ეს წესი შემოღებულია ყველა ვიკიპედიისთვის ჯიმბოს უელსის მიერ, ასე რომ წესების გასამარტივებლად მას მიმართეთ :-). მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც მე შემიძლია, გავაფორმო ეს ფაილი წესების თანახმად. სტატიების წერა კი გააგრძელეთ, რედაქტორები გვესაჭიროება :)— გიორგი, 16:39, 16 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

გაგიმეორებთ - ჩვენ გამარტივება არ შეგვიძლია. ამის უფლება არ გვაქვს. მოცემული წესები სავალდებულოა ყველა ვიკიპედიისთვის - ჩვენ მათი გამარტივების უფლება სამწუხაროდ არ გვაქვს. ფაილს რაც შეეხება, გავასწორე.— გიორგი, 10:22, 17 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

კარგი, აღარ ჩავასწორებ უბრალოდ შენი ლოგიკა ვერ გავიგე თუ იცი რომ ადმ.საზღვარი მდ.ბზიფზე გადიოდა(რაც სტატიაშიც გიწერია) და საქართველო რეალურად ამ ომის შემდეგ ტერიტორიულად გაიზარდა შემოიერთა რა გაგრის რაიონი, მაშინ როგორ უთვლი საქართველოს დამარცხებას და რაში ხედავ რუსეთის გამარჯვებას?ხოლო რომ ამბობ საქართველო იმ შემთხვევაში გაიმარჯვებდა თუ მთელ სოჭს და ტუაფსეს შემოიერთებდაო არასერიოზულია,თუ მაგ ლოგიკას გავყვებით სსსრკ არ გაუმარჯვია მეორე მსოფლიო ომში, სტალინს სურვილი ჰქონდა მთელი ევროპა გაეწითლებინა მაგრამ მხოლოდ მისი აღმოსავლეთ ნაწილი გააწითლა, მაშინ ჩავუთვალოთ სსსრკ მაგ ომში დამარცხება, რახან მაქსიმალურ მიზანს ვერ მიაღწია, მასე არცერთ ომში თითქმის არავის გაუმარჯვია რადგან მაქსიმალურ მიზნებს როგორც ყოველთვის ვერ აღწევენ ხოლმე.ისე გაუგებარია რატომ იცავ ასე თავგამოდებით იდეას რომ საქართველო იმ ომში დამარცხდა რაც რუსულ ვერსიაშიც კი არ წერია?P.S შენი სტატიის დამახინჯების სურვილი არ მქონია, რახან შენი დაწერილია ყველა უფლება შენ გაქვს სტატიაზე. Giorgi Mechurchle (განხილვა) 08:34, 27 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯვება იმიტომაა რომ 1918 26 მაისის მდგომარეობით საქართველოს საზღვარი მდ.ბზიფზე გადიოდა, 1 წლიანი ომის შემდეგ საქართველოს საზღვარმა მდ.ფსოუზე გადაიწია, ის რომ 1896 წლამდე საზღვარი მზიმთაზე გადიოდა, ეს იყო არა დამოუკიდებელი საქართველოს და რუსეთის საზღვარი არამედ ერთი ადმ. ერთეულის საზღვარი მეორე ადმ.ერთეულთან რუსეთის იმპერიაში, აი ამაშია სხვაობა დამოუკიდებელი საქართველო ნამდვილად გაიზარდა ტერიტორიულად ამ ომის შემდეგ.რაც შეეხება მაკოფსეს ჩვენ მანდ XV საუკუნის შემდეგ არ ვყოფილვართ და, მაგ ტერიტორიებზე პრეტენზია მხოლოდ ისტორიულ საფუძველს ეყრდნობოდა და არა სხვა რამეს ორგანულად ეგენი საქართველოს ნაწილები დიდი ხანია რაც არ იყვნენ, და მთელ მაგ ადგილებში მხოლოდ ერთი ქართული სოფელი პლასტუნკაა და მეტი სამწუხაროდ იქ ქართული არაფერია ისტორიის გარდა.ყოველშემთხვევაში წაგება მაშინ იქნებოდა თუ რამეს კიდევ დავკარგავდით საქართველო კი ამ ომის შემდეგ მცირედით მაგრამ მაინც გაიზარდა და ახალიც არაფერი დაუკარგავს. Giorgi Mechurchle (განხილვა) 06:56, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

წყარო რედაქტირება

გაუმარჯოს, სტატიას აუცილებლად მიუთითეთ წყარო! --მიხეილ მიწერა 19:22, 3 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ეკატერინე ზღულაძე რედაქტირება

გამარჯობა. სტატიას სქოლიოები და კატეგორიებიც დაურთე. --მიხეილ მიწერა 18:57, 20 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

კარგი. ამჯერად მე გავაკეთებ, მაგრამ შემდეგ გადახედე როგორაა და შემდეგში გაითვალისწინე   --მიხეილ მიწერა 19:08, 20 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ინფოდაფა რედაქტირება

ინფოდაფებში საკუთარი სურვილით ველებს ნუ ამატებთ - ვინაიდან ისინი არ გამოჩნდება. არარსებული ველები სტატიებში არასოდეს გამოჩნდება. გამოიყენეთ მხოლოდ არსებული არჩევანი. --H.McC. (მომწერეთ) 10:39, 27 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

სურათი რედაქტირება

საერთო საცავში არის სურათები. სანამ ეს სურათები თავისუფლად მოიპოვება, მათი ლოკალურად ატვირთვა არ არის მიზანშეწონილი. სურათების დიდი არჩევანია და გამოიყენეთ. უბრალოდ დააკოპირეთ ფაილის სახელი. --H.McC. განხილვაწვლილი 18:11, 15 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

სექციები რედაქტირება

აჩიკო, თუ შეიძლება, სექციები დაყავით ერთმანეთისგან. მათი გამუქება საკმარისი არ არის. კარგი იქნება, რომ მცირე რაღაცეები შემატოთ თქვენს გამოცდილებას ვიკიში. ეს ძალიან მარტივია, ბუნებრივია, რომ ყველა რაღაცით იწყებდა ვიკიში და ვინაიდან ძალიან კარგად წერთ, ბუნებრივია, გვსურს, ოდნავ დაგეხმაროთ.

  • სექციების დაყოფა ხდება დონეებისა და ქვედა დონეების მიხედვით. ყველაზე ზედ დონე აღინიშნება ოთხი ტოლობის ნიშნით (ზოგიერთს ეშლება და ორს იყენებს), შუაში მოქცეული აქვს სექციის სათაური, ანუ ==სათაური==. მისი ქვესექციები შეიძლება გაკეთდეს ექვსი ტოლობის ნიშნით, შუაში მოქცეული სიტყვით და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ სტატია სექციით არ იწყება, არამედ იწყება ისე, როგორც თქვენ გაქვთ - მცირე შესავალით, რომელშიც ახსნილია, თუ რა არის ესა თუ ის ნაწარმოები (ან სხვა თემა). საერთოდ დონეების მონიშვნა ხდება რედაქტირების პანელიდანაც. ტექსტის ფორმატირების მარტივი მეგზური არის აქ - ვიკიპედია:ცნობარი.
  • სტატიის სულ ქვემოთ, სულ ბოლოს აუცილებლად მიუთითეთ კატეგორიები. მაგალითისთვის, როგორც სოლარისშია. დაგიდებთ პირდაპირ კოდს:
[[კატეგორია:1961 წლის რომანები]]
[[კატეგორია:სტანისლავ ლემის რომანები]]

ეს ორი იწერება თითო სტრიქონზე სულ ბოლოს, როგორც აგიხსენით. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საკუთარი მონაცემებით, გამომდინარე ავტორიდან და გამოცემის წლიდან.

კატეგორიების გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება მასალის სწორად ორგანიზება. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:37, 20 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა. აბა ნახეთ. მე მგონი ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭიროა. --Achiko-84 განხილვაწვლილი 20:43, 20 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

კი, ახლა მშვენიერია. ხვალ დავარედაქტირებ, შიდა ვიკიბმულებს გავუკეთებ.   --Henry McClean განხილვაწვლილი 20:45, 20 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

აჩიკო, თქვენს სტატიებში რატომღაც წერთ ასეთ ბრჭყალებს - ,,". ოდნავ უცნაურად გამოიყურება, ვინაიდან ერთმანეთს არ კი ჰგავს. რედაქტირების პანელში, ზედაშიც და ქვედაშიც, გვაქვს ბრჭყალები, რომლებიც ქართულად წერაში გამოიყენება - „“. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:37, 21 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მეცოდინება. --Achiko-84 განხილვაწვლილი 06:40, 21 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ენა რედაქტირება

გამარჯობა. ოფიციალური ენა არის ენა, რომელიც არის ძირითადი და წამყვანი, რომელიც ითვლება ქვეყნის მთავარ ენად. გასაგებია, რომ ქვეყანაში არსებობს აფხაზური, მეგრული და მივიწყებული ლაზურიც, მაგრამ სახელმწიფო ენა სხვა ცნებაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:21, 16 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

მოიცათ. საქართველოს ორი ოფიციალური ენა რომ აქვს არ იცით? --Achiko-84 განხილვაწვლილი 14:33, 18 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

დახმარება რედაქტირება

თუ ვიკიპედიაში უკვე არსებული სურათის ჩასმა გინდა, საკმარისია მხოლოდ მისი სახელწოდების დაკოპირება, ხოლო თუ ახალი ფაილის ატვირთვა გინდა და შემდეგ მისი გამოყენება, მაშინ ეგ ინფორმაცია აქ არის აღწერილი. რაც შეეხება ენათშორის ბმულებს, აქ ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი--დათო1010 10:05, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი

საქმე იმაშია, რომ ფაილი ყველა ვიკიპედიაში გამოსაყენებლად საჭიროა, რომ ის ატვირთული იყოს საერთო საცავში ვიკისაწყობში (ვიკისაწყობში დასაშვებია მხოლოდ თავისუფალი ლინზიით გავრცელებული სურათების ატვირთვა), რაც შეეხება მაგ სურათს ეგ არის ატვირთული ლოკალურად ინგლისურ ვიკიში, ამიტომ მაგას ქართულში ვერ გამოიყენებ. ერთადერთი გზა არის ეგ სურათი ატვირთო ქართულ ვიკიში და აღწერაში მიუთითო არათავისუფალი ფაილისთვის საჭირო პარამეტრები.--დათო1010 10:21, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი
აქ შედი Choose File-ით აირჩიე ფაილი რომლის ატვირთვაც გინდა, მერე სულ ბოლოში ჩამონათვალიდან აირჩიე ლიცენზია (შენ შემთხვევაში წიგნის გარეკანი).--დათო1010 10:29, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი
ვიკიფიცირების საჭიროა ამ მოთხოვნების შესრულება, ხოლო უკატეგორიოს მოსახსნელად სტატიას უნდა მიეთითოს კატეგორია ამ ფორმატით [[კატეგორია:აქ კატეგორიის სახელი]]--დათო1010 10:39, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი

კატეგორია რედაქტირება

გამარჯობა! კატეგორია კატეგორია:სამეცნიერო ფანტასტიკა არის ზოგადი კატეგორია. რომანებთან მიმართებაში შეგვიძლია შევქმნათ კატეგორიები, მაგ., აიზეკ აზიმოვის რომანები, აიზეკ აზიმოვის მოთხრობები, სამეცნიერო ფანტასტიკური რომანები ინგლისურ ენაზე და ა.შ. ეს კატეგორია მანდ არ მიესადაგება. - OTOGI Messages 15:24, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი

იხილეთ სტატია: ჭიანჭველები (რომანი), და შეხედეთ კატეგორიებს, იდეაში ასე უნდა იყოს კატეგორიები. - OTOGI Messages 17:26, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი