===== Wide Group =====


ჯგუფის შესახებ

"Wide Group"-ის კუთვნილებაში შედის ათიოდე საიტი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევიან, როგორც ვიზუალურად ასევე თემატიკით.


საინფორმაციო

"Wide Group" - შეიქმნა 2010 წელს, ამის შემდეგ საიტის ხელმძღვანელობას გაუჩნდა მისი გაფართოების იდეა, რასაც მოჰყვა საინფორმაციო პორტალის დაფუძნება მსოფლიო ქსელში - www.INP.Wide.ge. საიტი შეიქმნა 2011 წლის 28 იანვარს, თუმცა ამ დროიდან 8 მარტამდე ჯგუფი და საიტი მუშაობდა სატესტო რეჟიმში რის შემდეგაც, სწორედ 2011 წლის 14 მარტს საიტმა დაიწყო სრულად ფუნქციონირება და ამ საიტის ჟურნალისტები დღემდე ვცდილობთ მოვიპოვოთ პირველებმა ინფორმაცია და ის მომხმარებლებამდე მივიდეს ობიექტურად. ამ საიტის მთავარი მიზანი ადამიანების ობიექტურად ინფორმირებაა, რასაც ჩვენს დევიზშიც ამოიკითხვათ ("Inp.Wide.ge - მხოლოდ საქართველოზე, მხოლოდ ობიექტურად"). საიტი შექმნის იდეა ავტორებს გაგვიჩნდა, იმ მიზეზით, რომ ტელევიზიების უმრავლესობა ფუნქციონირებს ხელისუფლების და არა ხალხის სასარგებლოდ, - სწორედ ეს გახდა ერთერთი მიზეზი შექმნილიყო საინფორმაციო საიტი. საიტი მუშაობს მხოლოდ საქართველოში მომხდარ ინფორმაციაზე.


მასალების გამოყენების პირობები


საიტზე გამოქვეყნებული სიახლეები მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ პირადი მიზნებისთვის და ის წარმოადგენს ინტერნეტ გაზეთის (www.INP.wide.ge) საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით. აკრძალულია მასალების ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად სხვა საიტზე გადატანა და მისი გავრცელება, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ადმინისტრაციასთან კავშირი, გაქვთ უფლება დადოთ საიტზე, თუმცა სტატიაში მინიმუმ 3-ჯერ უნდა იყოს მითითებული საიტის მისამართი, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა საიტის (www.INP.wide.ge) მოთხოვნების დაკმაყოფილება თქვენ დაგეკისრებათ ფულადი საფასური - ჯარიმა - 100 (ასი) აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

მთავარი გვერდი საინფორმაციო