მთავარანგელოზ მიქაელის მონუმენტი
მთავარანგელოზ მიქაელის მონუმენტი (რუს. Монуме́нт Михаи́ла-Арха́нгела) — მონუმენტური სვეტი მიქაელ მთავარანგელოზის ქანდაკებით რუსეთის ქალაქ სოჭში. მდებარეობს ქალაქ სოჭის ცენტრალური რაიონის საკურორტო გამზირის ესპლანადაზე.
მთავარანგელოზ მიქაელის მონუმენტი Монуме́нт Михаи́ла-Арха́нгела | |
---|---|
კოორდინატები | 43°34′56″ ჩ. გ. 39°43′20″ ა. გ. / 43.58222° ჩ. გ. 39.72222° ა. გ. |
მდებარეობა | სოჭი, რუსეთი |
მოქანდაკე |
სერგეი სუხორუკოვი ვლადიმერ ზელენკო |
მასალა | ბრინჯაო |
გახსნის თარიღი | 10 მაისი, 2006 |
აღწერა რედაქტირება
7 მეტრის ქანდაკება ბრინჯაოსგან არის დამზადებული. მონუმენტის ავტორები არიან არქიტექტორი სერგეი სუხორუკოვი და მოქანდაკე ვლადიმერ ზელენკო. ქანდაკება ჩამოსხმულია ბელარუსულ საწარმო „Отменное литье“-ში. ქანდაკების საფუძველს წარმოადგენს წითელი გრანიტის ხუთმეტრიანი კვარცხლბეკი და 20-მეტრიანი რკინა-ბეტონის სვეტი. მონუმენტი 2006 წლის 10 მაისს დაიდგა. კვარცხლბეკზე დამაგრებულია ბრინჯაოს აბრა წარწერით:
„ | Установлен по повелению градоначальника града Сочи Виктора Викторовича Колодяжного в 2006 году от Рождества Христова | “ |
მთავარანგელოზი მიქაელი ქალაქ სოჭის მფარველს წარმოადგენს. ქალაქის მთავარი ტაძრის - მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის ტახტი ამ წმინდანს ეძღვნება.
ისტორია რედაქტირება
მონუმენტი თანამედროვე ქალაქ სოჭის ციტადელის - ალექსანდრიის ფორტის დაცვის დროს დაღუპული რუსი სამხედროების სამარხის სიახლოვეს მდებარეობს[1].
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Памятник защитникам Сочи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2018-03-20.