ტერმინს „ესპლანადა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ესპლანადა (მრავალმნიშვნელოვანი).

ესპლანდა (ფრანგ. esplanade ლათინურიდან explanare — გადასწორება) — ცარიელი, უშენი ადგილი ციხესიმაგრის წინ. მოწინააღმდეგეს რომ გართულებოდა თავდასხმა ციხესიმაგრეზე, მის წინ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ, მოჭრიდნენ ყველა ხეს და აკრძალავდნენ ხოლმე საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამის გამო მტერი შეუმჩნევლად ვერ მიუახლოვდებოდა სიმაგრეს ისე, რომ სროლისგან დაცული ყოფილიყო.

ინვალიდების ესპლანდა, პარიზი

ამჟამად ამ სიტყვას გააჩნია შემდეგი მნიშვნელობები:

  • ცარიელი, უშენი ადგილი სიმაგრის ან ქალაქის კედლებსა და ახლომახლო ნაგებობებს შორის (სამხ.);
  • მოედანი დიდი შენობის წინ;
  • განიერი ქუჩა, რომლის შუაში ხეივანია.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: