მდელოს ფარვანა (ლათ. Loxostege sticticalis) — მწერი ქერცლფრთიანების რაზმისა. პეპელას ფრთების შლილი 18-26 მმ. წინა ფრთები მონაცრისფრო-ყავისფერია, მოშავო-მურა ლაქები აქვს. უკანა ფრთები მურა-ნაცრისფერია. ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში პირველად აფხაზეთში შენიშნეს 1929 წელს. პერიოდულად მრავლდება. მატლი ძლიერ აზიანებს შაქრის ჭარხალს, ერთწლოვან და მრავალწლოვან პარკოსნებს, მზესუმზირას, ბამბას, ეთერზეთოვან და ბოსტნეულ კულტურებს, სამკურნალო მცენარეებს, სარეველა ბალახებს. საქართველოში მდელოს ფარვანა 3 თაობას იძლევა (შეიძლება მე-4 თაობის განვითარებას).

მდელოს ფარვანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
სახეობა:  მდელოს ფარვანა
ლათინური სახელი
Loxostege sticticalis

ბრძოლის ღონისძიებანი: მზრალად ხვნა. ინსექტიციდების გამოყენება მატლების წინააღმდეგ; კვერცხის დების დროს ტრიქოგრამების გაშვება.

ლიტერატურა რედაქტირება