მარაოლასებრნი
მარაოლასებრნი (ლათ. Orneodidae) — მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა. აქვთ მარაოსებრი ფრთები, რომელთა შლილი 12-36 მმ აღწევს. მარაოლასებრთა მატლები აზიანებენ ხეებისა და ბალახოვანი მცენარეების ნორჩ ყლორტებს. ოჯახში 200-მდე სახეობაა. გავრცელებულია ყველგან, უფრო კი ტროპიკებში, ყოფილ სსრკ-ის ტყეებისა და ველების ზონებში გვხვდებოდა მარაოლასებრთა 1 გვარის (Orneodes) 15-მდე სახეობა, რომელთაგან Orneodes hexadactyla და Orneodes dodecadactyla ზოგჯერ ცხრატყავას აზიანებენ.
მარაოლასებრნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Orneodidae | |||||||||||
|
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 428.