მამედ აღა შაჰტახტინსკი

მამედ აღა შაჰტახტინსკი (აზერ. Məmməd ağa Məmməd Tağı Sultan oğlu Şahtaxtinski; დ. 10 ივნისი, 1846 წელი, ერევანი, სომხეთი — გ. 2 დეკემბერი, 1931 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

მამედ აღა შაჰტახტინსკი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1846
ერევანი, სომხეთი
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 1931 (85 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი
აღმოსავლეთის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტი
მოწინავე კვლევების პრაქტიკული სკოლა
საქმიანობა ენათმეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ცხოვრება და განათლება რედაქტირება

მამედ აღა შაჰტახტინსკი დაიბადა 1846 წლის 10 ივნისს აზერბაიჯანულ ოჯახში, სოფელ შაჰტაქსტში, ერევანი, სომხეთი.[1][2] ის მუსლიმად აღიზარდა და ბავშვობაში რელიგიურ სკოლაში სწავლობდა.[3] ის სწავლობდა ტფილისის მამაკაცთა კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1863 წელს. შემდეგ კი უმაღლესი განათლება სანქტ-პეტერბურგში მიიღო. 1869 წელს მამედმა დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია და სამართალი. 1873 წელს იგი ჩაირიცხა École des langues orientales-ის კურსზე, მაგრამ იძულებული გახდა დაბრუნებულიყო რუსეთში 1875 წელს მამის გარდაცვალების გამო.

1890-იანი წლების დასაწყისამდე მამედი მუშაობდა ჟურნალისტად და აქვეყნებდა სტატიებს რუსულ გაზეთებში Moskovskie Vedomosti, Novoe Vreemia და ა.შ. 1891-1893 წლებში ის დაინიშნა გაზეთ „კასპიანის“ რედაქტორად.

მამედმა თბილისში აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის გამოშვება სცადა, თუმცა ეს მცდელობა დაბლოკა იმპერატორის ცენზურამ 1898 წელს. შაჰტახტინსკი შემდეგ დაბრუნდა პარიზში, არაბული, სპარსული და თურქული ენების შესასწავლად Collège de France-სა და École pratique des hautes études-ში.

კარიერა რედაქტირება

1902 წელს შაჰტახტინსკი დაბრუნდა კავკასიაში და დასახლდა ტფილისში. აქ 1903 წლის მარტში მან დააარსა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი Sharg-i Rus, რომელიც ეძღვნებოდა კავკასიელ მუსლიმთა აკადემიურ განმანათლებლობას. მისი სტატიები პროპაგანდას უწევდა ევროპეიზაციის აუცილებლობას. მისი აზრით ეს იყო ერთადერთი შესაძლო გზა სტაბილური და განვითარებული მომავლისკენ.[4]

მან გააკრიტიკა ისლამური ფანატიზმი, რომელიც მისი აზრით იყო მთავარი დაბრკოლება აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში და შეუთავსებელი იყო პროგრესის იდეასთან. მან ასევე უარყო პან-თურქიზმი, პოპულარული თეორია იმდროინდელ თურქულენოვან მეცნიერებსა და პოლიტიკურ აქტივისტებს შორის. ის იყო მშვიდობისმყოფელთა შორის 19051907 წლებში სომხურ-თათრული სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დროს.

1907 წელს ის აირჩიეს რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ერევნის გუბერნიიდან[5]. სათათბიროს დაშლის შემდეგ მუშაობდა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ გაზეთ „რუსიაში“, რომლის რედაქტორი მაშინ პიოტრ სტოლიპინი იყო. 1908-1918 წლებში შაჰტახტინსკი საცხოვრებლად გადავიდა ახლო აღმოსავლეთში. იმავდროულად წერდა სტატიებს „Turkestan Times“-ისთვის. ამავე დროს ის მუშაობდა რუსეთის საელჩოში ოსმალეთის იმპერიაში 1909-1912 წლებში მთარგმნელად. 1919 წელს ის დაბრუნდა მაშინდელ დამოუკიდებელ აზერბაიჯანში და დაიწყო მუშაობა პროფესორად ახლად დაარსებულ აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში.[6]

ანბანის რეფორმის წინადადება რედაქტირება

შაჰტახტინსკი იყო იმ მრავალრიცხოვან მეცნიერთა შორის, რომლებიც აზერბაიჯანული ენის ანბანის და სპარსულ-არაბული დამწერლობის რეფორმის განხორციელებას ცდილობდნენ.

1879-1903 წლებში შაჰტახტინსკიმ შექმნა რამდენიმე მოდელი აზერბაიჯანულისთვის, ზოგიერთი მათგანი რომაული იყო, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოუყენებიათ პრაქტიკაში.[7] იგი დაესწრო აღმოსავლეთის ხალხთა კონგრესს 1920 წელს და იყო თარჯიმანი. 1923 წელს შაჰტახტინსკი იყო სპეციალური ოთხკაციანი კომიტეტის წევრი, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი რომაული დამწერლობის ანბანი აზერბაიჯანულისთვის, როგორც ჩანს, შაჰტახტინსკის ერთ-ერთ ძველ მოდელზე დაყრდნობით. ეს რეფორმა მან დაიცვა ბაქოში (1926) პირველ თურქულ კონგრესზე .ახალი ანბანი 1928 წელს შეიმუშავეს და გამოიყენებოდა 1939 წლამდე. შემდეგ ეს ანბანი შეიცვალა კირილიცით.[8]

გარდაცვალება რედაქტირება

შაჰტახტინსკი გარდაიცვალა 1931 წლის 2 დეკემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bouvat, Lucien (March 1907). „Mohammed Aga Schahtakhtinsky“. Revue du Monde Musulman. 1907/03: 583–584.
  2. Kedourie, Elie; Haim, Sylvia G. (2013-12-19) Towards a Modern Iran: Studies in Thought, Politics and Society (en). Routledge, გვ. 62. ISBN 978-1-135-16905-3. 
  3. The Modern Encyclopedia of Russian and Soviet History by Joseph L. Wieczynski, George N. Rhyne. Academic International Press, 1976; p. 145. ISBN 0-87569-064-5
  4. Novaâ imperskaâ istoriâ postsovetskogo prostranstva [sbornik statej]. Biblioteka žurnala "Ab Imperio". Published by New Imperial History, 2004; p. 328. ISBN 5-85247-024-4
  5. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 478
  6. Famous Personalities of Azerbaijan: Mammad agha Shahtakhtinski. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-08. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
  7. Early Alphabets in Azerbaijan by Farid Alakbarov. Azerbaijan International. Spring 2000 (8.1). Retrieved 1 October 2008
  8. Language Planning and National Development by William Fierman. Walter de Gruyter, 1991; p. 214 ISBN 3-11-012454-8