სომხურ-თათრული ხოცვა-ჟლეტა (1905-1906)

1905-1906 წლების სომხურ-თათრული ხოცვა-ჟლეტა — სისხლიანი შეტაკებები ამიერკავკასიაში, ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის (რომლებსაც რუსეთში იმ დროს უწოდებდნენ ამიერკავკასიის თათრებს)[1], 1905 წლის რევოლუციის დროს. ყველაზე ძალადობრივი შეტაკება მოხდა ბაქოში, თებერვალსა და აგვისტოში, და მაისში ნახიჩევანში, 1905 წელს. ამერიკელი თურქოლოგ-აზერბაიჯანმცოდნის, ტადეუშ სვენტოჰოვსკის თქმით, 1905 წლის შეტაკების დროს, განადგურდა 158 აზერბაიჯანული და 128 სომხური სოფელი და სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 3-დან 10 ათასამდე ადამიანი.[2]

კაზაკთა პატრული ბაქოს დამწვარ ნავთობსაბადოებთან ახლოს. 1905 წლის ფოტო.

მიუხედავად ერთი მხრივ, ქრისტიანული სომხური და, მეორე მხრივ, ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო ლიდერების მცდელობებისა, რომ ბოლო მოღებოდა სისხლისღვრას, მეფის მთავრობა პრაქტიკულად არავითარ ძალისხმევას არ ახორციელებდა წესრიგის აღდგენისთვის.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Энциклопедия «Народы России» Издательство «Большая Российская энциклопедия» Москва 1994. статья азербайджанцы стр. 79
  2. Tadeusz Swietochowski. Russia and Azerbaijan: A Borderland in Transition. Columbia University Press, 1995. ISBN 0-231-07068-3, 9780231070683. p. 40.
  3. Mark Malkasian. «Gha-Ra-Bagh»: The Emergence of the National Democratic Movement in Armenia. Wayne State University Press, 1996, p.14.