მაკედონიის რესპუბლიკის ფაუნას აქვს კომპლექსური ზოოგეოგრაფიული სტრუქტურა. მასში აღნუსხულია სხვადასხვა წარმოშობის ფაუნის ელემენტები და ხასიათდება მაღალი ხარისხის რელიქტური და ენდემური ფორმებით. აღნიშნულია ტაქსონომიური მრავალფეროვნება; ცხოველთა სახეობების საერთო რაოდენობა 10 354 ერთეულია.

დასავლეთ მაკედონიაში ფოცხვერის ბინადრობს

მაკედონიის ტყებიის ფაუნა მრავალფეროვანია და მოიცავს დათვებს, გარეული ღორებს, მგლებს, მელიებს, ციყვებს, არჩვებს და ირმებს. დასავლეთ მაკედონიის მთიანეთში, იშვიათად გვხდება ფოცხვერიც, ხოლო დემირ-კაპიას რეგიონში ირემია გავრცელებული. ტყის ფრინველებიდან მაკედონიის ტერიტორიაზე ბინადრობს შავთავა ასპუჭაკა (Sylvia atricapilla), როჭო, შავი როჭო, ბეგობის არწივი და ტყის ბუ.

ქვეყნის სამი ხელოვნური ტბა წარმოადგენს დაცულ ფაუნის ზონას, რომელიც მოქცეულია ტერიტორიულ იზოლაციაში. ოჰრიდის ტბის ფაუნა ადრეული ეპოქიდან რელიქტურია. ტბაში ბინადრობს ტბის კალმახები, ჩვეულებრივი ციმორი, ნაფოტა და სხვა თევზები, ასევე გარკვეული სახეობის 30 მილიონი წლის ლოკოკინები; მსგავსი სახეობები მხოლოდ ბაიკალის ტბაში გვხვდება.[1]

ტიპი სახეობათა რიცხვი ენდემურობა
პროტოზოა 113 32
ღრუბელები 10 6
ბრტყელი ჭიები 85 35
მსუსხავნი 2
ნემერტინები 1
ციბრუტელები 269
ნემატოდები 553
მოლუსკები 366 131
რგოლოვანი ჭიები 186 48
ფეხსახსრიანები 8 234 383
ქორდიანები 535 30

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება