ლოდეინოპოლეს რაიონი

ლოდეინოპოლეს რაიონი (რუს. Лодейнопольский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლოდეინოე-პოლე, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელიც. რაიონი მოიცავს 2 საქალაქო და 3 სასოფლო დასახლებას. წარმოიქმნა 1927 წლის სექტემბერში. ისტორიულად რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობდა ლოდეინოპოლეს მაზრა. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 30 469 ადამიანს შეადგენდა.

მუნიციპალური რაიონი
ლოდეინოპოლეს რაიონი
Лодейнопольский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ლოდეინოე-პოლე[1] [2]
შიდა დაყოფა Lodeynopolskoye urban settlement[2] , Svirstroyskoye urban settlement[2] , Alyokhovshchinskoye rural settlement[2] , Domozhirovskoye rural settlement[2] და Yanegskoye rural settlement[2]
კოორდინატები 60°44′03″ ჩ. გ. 33°32′35″ ა. გ. / 60.73430500° ჩ. გ. 33.54318306° ა. გ. / 60.73430500; 33.54318306
დაარსდა 1 აგვისტო, 1927
ფართობი 4910.9 კმ²
მოსახლეობა 30 469 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6.2 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81364
ოფიციალური საიტი admlodia.ru

ლოდეინოპოლეს რაიონს ჩრდილოეთითკარელიის რესპუბლიკა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — პოდპოროჟიეს, სამხრეთითტიხვინის და სამხრეთ-დასავლეთით — ვოლხოვის რაიონები ესაზღვრება. დასავლეთიდან აკრავს ლადოგის ტბა. რაიონის ფართობია 4910.9 კმ², რაც ლენინგრადის ოლქის საერთო ფართობის 6,60 %-ია.

ისტორია რედაქტირება

1927 წლამდე, მანამდე სანამ, ლოდეინოპოლეს რაიონი წარმოიქმნებოდა, პეტროგრადის გუბერნიის შემადგენლობაში, არსებობდა ლოდეინოპოლეს მაზრა, რომელიც 1922 წლამდე შედიოდა ოლონეცის გუბერნიის შემადგენლობაში. ლოდეინოპოლეს რაიონი წარმოიქმნა 1927 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე. 1974 წლის 23 ოქტომბრის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილებით ლოდეინოპოლის რაიონს შეუერთდა დომოჟიროვსკის სოფსაბჭო, რომელიც მანამდე ვოლხოვის რაიონის დაქვემდებარებაში იყო.

2006 წლისს 1 იანვარს რაიონს მიენიჭა მუნიციპალური რაიონის სტატუსი, მის შემადგენლობაში წარმოიქმნა 2 საქალაქო და 3 სასოფლო დასახლება, ქალაქი ლოდეინოე-პოლე რაიონის დაქვემდებარებაში შევიდა, როგორც ცალკეული საქალაქო დასახლება.

დემოგრაფია რედაქტირება

რაიონის მოსახლეობის დინამიკა:

  წელი   მოსახლეობა (ადამიანი) წყარო შენიშვნა
1959 34 138[3]  სსრკ-ის 1959 წლის აღწერა
1970 13 043[4] სსრკ-ის 1970 წლის აღწერა  ლოდეინოე-პოლეს გარეშე (19 632 ადამ.) 
1979 14 249[5] სსრკ-ის 1979 წლის აღწერა ლოდეინოე-პოლეს გარეშე (23 214 ადამ.)
1989 13 426[6] სსრკ-ის 1989 წლის აღწერა ლოდეინოე-პოლეს გარეშე (26 718 ადამ.)
2002 12 185[7] რუსეთის 2002 წლის აღწერა ლოდეინოე-პოლეს გარეშე (22 830 ადამ.)
2010 30 469 რუსეთის 2010 წლის აღწერა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Лодейное Поле // Большая советская энциклопедия / под ред. О. Ю. Шмидт — 1 — Москва: Акционерное общество «Советская энциклопедия», 1920.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
  3. სსრკ-ის 1959 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  4. სსრკ-ის 1970 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  5. სსრკ-ის 1979 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  6. სსრკ-ის 1989 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  7. რუსეთის 2002 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-18.