შლისელბურგი (რუს. Шлиссельбург, გერმ. Schlüsselburg — ქალაქი-გასაღები) — ქალაქი რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, კიროვსკის რაიონში. შლისელბურგის დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი და ერთადერთი დასახლებული პუნქტი. ქალაქი მდებარეობს კიროვსკის რაიონის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ნევისა და ლადოგის ტბის ნაპირას. სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლეთით 24 კმ-ში და კიროვსკის ჩრდილოეთით 5 კმ-ში.

ქალაქი
შლისელბურგი
Шлиссельбург
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 59°57′00″ ჩ. გ. 31°02′00″ ა. გ. / 59.95000° ჩ. გ. 31.03333° ა. გ. / 59.95000; 31.03333
მმართველი ნიკოლაი ხომენკო
დაარსდა 1323
ადრეული სახელები

1611-წლამდე — ორეშეკი, 1712-წლამდე — ნოტებურგი, 1944-წლამდე — შლისელბურგი,

1992-წლამდე — პეტროკრეპოსტი
ამჟამინდელი სტატუსი 1780
ფართობი 16 კმ²
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 13 170 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81362
საფოსტო ინდექსი 187320
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი moshlisselburg.ru
შლისელბურგი — რუსეთი
შლისელბურგი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქში მდებარეობს ორეშეკის ციხესიმაგრე, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ისტორიის მუზეუმის ფილიალია.

ქალაქი 1323 წელს დააარსა ნოვგოროდელმა თავადმა იური დანილოვიჩმა. ქალაქი თავიდან მდებარეობდა კაკლის კუნძულზე ხის ციხესიმაგრის სახით. სწორედ აქედან წარმოიშვა ციხესიმაგრის სახელიც „ორეშეკი“. 1353 წელს ნოვგოროდელებმა ააგეს ქვის ციხესიმაგრე, რომელიც ბევრად მტკიცე იყო, მას ასევე ჰქონდა დიდი გალავანი და კოშკები. ქალაქის ციხე-კოშკები და ისტორიული ცენტრი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება