ლიბერეცის ტრამვაი

რეგიონალური ქალაქი ლიბერეცი ერთ-ერთია ჩეხეთის ქალაქებს შორის, სადაც ტრამვაის სისტემა ფუნქციონირებს. ლიბერეცის ტრამვაის სისტემას მართავს ლიბერეცისა და იაბლონეცის სატრანსპორტო გაერთიანება. ტრამვაის სისტემა თავდაპირველად ვიწროლიანდაგიანი (1000 მმ) იყო, 1960 წელს ქსელის ნაწილი გაუქმდა. 1990-2005 წლებში ქალაქის ტრამვაის ქსელის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდა ლიანდაგის გაფართოება და 1435 მმ-ზე გადაყვანა. საქალაქთაშორისო ხაზი ლიბერეცსა და იაბლონეცს შორის ჯერჯერობით ვიწროლიანდაგიანი რჩება. ქალაქის გენ.გეგმაში შეტანილია ტრამვაის ქსელის გაფართოება რამდენიმე მიმართულებით (როჰლიცე, ვესცე, რუპრეხტიცე, პავლოვიცე). ქსელში ლიანდაგის მთლიანი სიგრძე 21,5 კმ-ია. ლიბერეცის სატრანსპორტო გაერთიანებასთან ფუნქციონირებს ამხანაგობა „ბოვერაკლუბი“, რომელიც აერთიანებს ტრამვაის მოყვარულებს და ზრუნავს ისტორიული ტრამვაის ვაგონების შეკეთება-შენარჩუნებაზე. ასევე იგეგმება ტრამვაის ტრანსპორტის მუზეუმის მშენებლობა.

ტრამვაი T3M.04 (Škoda 02T) Soukenné náměstí-ზე
ტრამვაი T3R.SLF
ლიბერეცის ტრამვაი T3R.PV-ს ინტერიერი

მოძრავი შემადგენლობა რედაქტირება

ლიბერეცში სამგზავრო გადაზიდვებისთვის გამოიყენება შემდეგი ტიპის ვაგონები:

სურათი ტიპი მოდიფიკაცია და ქვეტიპები მიღების წლები
(მთლიანად მიღებული)
რაოდენობა
(14. 7. 2019-თვის)[1]
  Tatra T3
T3 1966
(1965–1976)
2
Tatra T3SU 1982 5
Tatra T3SUCS 1987
(1986–1987)
4
Tatra T3M.04 1996–1999 19
Tatra T3R.P 2003–2005 5
Tatra T3R.PV 2003-2008 12
Tatra T3R.PLF 2005–2007 12
Tatra T3R.SLF 2014–2019 10
  EVO2 EVO2 2012
(2012)
1

ლიტერატურა რედაქტირება

  • Výroční zpráva za rok 2016 [online]. Dpmlj.cz [cit. 2019-03-05]. Dostupné online.
  • Archivovaná kopie. www.dpmlj.cz [online]. [cit. 2012-07-13].
  • DP Liberec: Vozový park [online]. Seznam-autobusu.cz [cit. 2019-07-14].
  1. თარგი:Citace elektronické monografie