ლიბერეცი (ჩეხ. Liberec) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე ნისა-ლუჟიცკაზე და გარსშემორტყმულია იიზერის მთებით. წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქს.

ქალაქი
ლიბერეცი
Liberec
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
რეგიონი (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|რეგიონი ლიბერეცი
შიდა დაყოფა Jeřáb[1] , Nové Město[1] , Staré Město[1] , Perštýn[1] , Janův Důl[1] , Horní Růžodol[1] , Dolní Hanychov[1] , Rochlice[1] , Kristiánov[1] , Františkov[1] , Nové Pavlovice[1] , Staré Pavlovice[1] , Růžodol I[1] , Liberec XIV-Ruprechtice[1] , Horní Hanychov[1] , Karlinky[1] , Kateřinky[1] , Nový Harcov[1] , Starý Harcov[1] , Horní Suchá (Liberec)[1] , Doubí[1] , Rudolfov[1] , Pilínkov[1] , Kunratice[1] , Ostašov[1] , Hluboká[1] , Vesec[1] , Machnín[1] , Radčice[1] , Krásná Studánka[1] , Bedřichovka[1] , Karlov pod Ještědem[1] და Vratislavice nad Nisou[1]
კოორდინატები 50°43′00″ ჩ. გ. 15°04′00″ ა. გ. / 50.71667° ჩ. გ. 15.06667° ა. გ. / 50.71667; 15.06667
მმართველი Jaroslav Zámečník
დაარსდა 1352
პირველი ხსენება 1348
ფართობი 106,1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 374
მოსახლეობა 104 946 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 989 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 460 01
საავტომობილო კოდი L
ოფიციალური საიტი liberec.cz
ლიბერეცი — ჩეხეთის რესპუბლიკა
ლიბერეცი

XIV საუკუნიდან დასახლდა გერმანელი და ფლამანდიელი მიგრანტებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განდევნეს. ერთ დროს ქალაქში ყვაოდა ტექსტილის ინდუსტრია, რის გამოც მას ზედმეტსახელად „ბოჰემიის მანჩესტერს“ უწოდებდნენ. ბევრი ჩეხისთვის, ლიბერეცი ასოცირდება მის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან — იეშტედის კოშკთან. XIX საუკუნის დასასრულიდან, ლიბერეცმა კონურბაცია შექმნა გარეუბან ვრატისლავიცესა და მეზობელ ქალაქ იაბლონეც-ნად-ნისოუსთან. ამის შემდეგ, მთლიან ამ ტერიტორიაზე მოსახლეობამ 150 000 ადამიანი შეადგინა; შედეგად, ლიბერეცი ბოჰემიის მესამე უდიდესი ქალაქი გახდა პრაღისა და პლზენის შემდეგ.

წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად 1348 წელს იხსენიება. 1622—1634 წლებში ლიბერეცი ალბრეხტ ფონ ვალენშტაინის მფლობელობაში იყო.

განვითარების პიკს ქალაქმა XIX საუკუნის დასასრულს მიაღწია. ამ დროს აშენდა მრავალი შენობა, მათ შორის ქალაქის სამმართველო, ოპერა და ბოჰემიის მუზეუმი. ქალაქის ისტორიული ცენტრის თავზე მდებარე ბორცვებზე აიგო რომანტიზმის სტილის ნაგებობები.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება