ლეონიდ კანტოროვიჩი
ლეონიდ კანტოროვიჩი (რუს. Леонид Канторович; დ. 19 იანვარი, 1912, სანქტ-პეტერბურგი — გ. 7 აპრილი, 1986, მოსკოვი) — საბჭოთა მათემატიკოსი და ეკონომისტი. ხაზობრივი პროგრამირების ერთ-ერთი ავტორი. 1975 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში „რესურსების ოპტიმალური განაწილების თეორიაში შეტანილი წვლილისთვის“ (ტიალინგ კუპმანსთან ერთად). მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
ბიოგრაფია რედაქტირება
ლეონიდ კანტოროვიჩი დაიბადა 1912 წელს, ებრაელი ექიმ-ვენოროლოგის, ხაიმ (ვიტალი) კანტოროვიჩისა და დანტისტ პესი გირჩევნას ოჯახში. 1926 წელს ჩააბარა ლენინგრადის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, 4 წლის შემდეგ დაასრულა ბაკალავრიატი და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 1930-1939 წლებში იყო მასწავლებელი, ხოლო შემდეგ უკვე პროფესორი ლენინგრადის სამრეწველო მშენებლობის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1935 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი.
ძირითადი ნაშრომები რედაქტირება
- „ვარიაციული აღრიცხვა“, 1933, ვლადიმერ სმირნოვთან და ვლადიმერ კრილოვთან ერთად.
- „ორგანიზაციის მათემატიკური მეთოდები და წარმოების დაგეგმარება“, 1939.
- „ინტეგრალების განსაზღვრა და ფურიეს მწკრივები“, 1940.
- „ალბათობის თეორია“, 1946.
- „ფუნქციონალური ანალიზი და გამოყენებითი მათემატიკა“, 1948.
- „ფუნქციონალური ანალიზი და გამოთვლითი მათემატიკა“, 1956.
- „ფუნქციონალური ანალიზი ნორმირებულ სივრცეებში“, 1959, გლებ აკილოვთან ერთად.
- „ოპტიმალური გადაწყვეტილებები ეკონომიკაში“, 1972, ალექსანდრ გორსტკოსთან ერთად.
- „მათემატიკა ეკონომიკაში: მიღწევები, სიძნელეები, პერსპექტივები“, 1975.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ლეონიდ კანტოროვიჩის ავტობიოგრაფია ნობელის პრემიის საიტზე
- ლეონიდ კანტოროვიჩის ბიოგრაფია სობოლევის მათემატიკის ინსტიტუტის საიტზე დაარქივებული 2006-07-26 საიტზე Wayback Machine.
- ნიჭი — ეს მეტისმეტად ცოტაა (ინტერვიუ კანტოროვიჩთან)
- ანატოლი ვერშიკი ლეონიდ კანტოროვიჩსა და წრფივ დაპროგრამებაზე
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Notable Economists // Infoplease
- ↑ http://www.nndb.com/cemetery/732/000208108/
- ↑ A. Kats Concerning a Fallacious Concept of Economic Calculations // Problems of Economic Transition: a journal of translations from Russian — M. E. Sharpe, Taylor & Francis, 1960. — Vol. 3, Iss. 7. — P. 42–52. — ISSN 1061-1991; 1557-931X; 0032-9436 — doi:10.2753/PET1061-1991030742
- ↑ 6.0 6.1 6.2 Czech National Authority Database
- ↑ 7.0 7.1 http://mi.mathnet.ru/smj1283 — გვ. 7.
- ↑ https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 10.10 10.11 10.12 10.13 10.14 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ JewishGen — 1987.