კუთხესახეხი მანქანა

კუთხესახეხი მანქანა ან კუთხესახეხი (ქართულ ენაში გავრცელებული ბარბარიზმებია: ბალგარკა, ბოლგარკა, ბარგალკა, რომელიც მომდინარეობს რუსული სიტყვისგან „болгарка“[1]) — რკინის, ქვის და სხვა ნაკეთობათა სახეხ-საჭრელი ხელის ელექტრომოწყობილობა; წარმოადგენს სახეხი მანქანების სახესხვაობას, რომელიც გამოიყენება აბრაზიული დამუშავებისათვის: ჭრისთვის, ხეხვისთვის, ქვის, ლითონის და სხვა ნაკეთობათა გაწმენდისათვის. გამოიყენება მშენებლობაში, ლითონდამუშავებასა და მერქნის დამუშავებაში. კუთხესახეხი მანქანა იკვებება ელექტროძრავათი, ბენზინის ძრავათი ან შეკუმშული ჰაერით.

კუთხესახეხი მანქანა
კუთხესახეხი მანქანა

კუთხესახეხი მანქანა გამოიგონეს 1954 წელს გერმანულ კომპანია Ackermann + Schmitt (FLEX-Elektrowerkzeuge GmbH)-ში, რომელიც მდებარეობს ქალაქ შტაინჰაიმ-ან-დერ-მურში.[2] ამ ინსტრუმენტის სასაუბრო სახელწოდება — „болгарка“ წარმოიშვა სსრკ-ში 1970-იან წლებში, როდესაც აქ გამოჩნდა მისი პირველი ნიმუშები, რომელიც გამოშვებული იყო სწორედ რომ ბულგარეთში, „სპარკი ელტოსის“ საწარმოზე, სავაჭრო ნიშნით „Eltos“ ქალაქ ლოვეჩში.[3]

ამ ინსტრუმენტის ეს სახელწოდება — „болгарка“ მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში გვხვდება.[4]

სქოლიო რედაქტირება